მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველი ხალხი სოლიდარობას უცხადებს ამერიკელ მეგობრებს - სალომე ზურაბიშვილი ლოს-ანჯელესის ხანძრის შესახებ

სალომე ზურაბიშვილი

ვუსამძიმრებ მათ, ვინც ლოს-ანჯელესის გამანადგურებელი ხანძრების შედეგად ახლობლები დაკარგა, ქართველი ხალხი სოლიდარობას უცხადებს ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.

“მთელი გულით ვუსამძიმრებ მათ, ვინც ლოს-ანჯელესის გამანადგურებელი ხანძრის შედეგად ახლობლები დაკარგა. ქართველი ხალხი სოლიდარობას უცხადებს ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ასეთ რთულ დროს”, - წერს ზურაბიშვილი.

რამდენიმე დღის წინ გაჩენილი ხანძარი ლოს-ანჯელესში შეიძლება კალიფორნიის შტატის ისტორიაში ინფრასტრუქტურულად და ფინანსურად ყველაზე დამანგრეველიც გახდეს. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 10 ადამიანი ემსხვერპლა. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამერიკის ისტორიაში პირველად, სტიქიის შედეგები ქვეყანას 135 მლრდ დოლარზე მეტის ზარალს მოუტანს. Accuweather-ის წინასწარი პროგნოზით, სავარაუდოდ, აშშ-ში ყველაზე ძვირად ღირებული დასახლების უბნის განადგურება დაახლოებით 135-150 მლრდ დოლარამდე ქონების განადგურებას უდრის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები