მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართველი ხალხის დიდი გამარჯვებაა" - ზურაბიშვილი PACE-ს გადაწყვეტილებაზე

ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გუშინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ მიღებული რეზოლუცია ქართველი ხალხის დიდი გამარჯვებაა. მან ამის შესახებ X-ზე დაწერა.

"გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სამთვიანი ვადა მისცა მმართველ პარტიას პირობების შესასრულებლად: ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიციის მხრიდან ძალადობის შეწყვეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზაციიდან გაირიცხება.

ეს ქართველი ხალხის დიდი გამარჯვებაა, მაგრამ მწარე, რადგან სწორედ ევროპის საბჭო იყო პირველი ევროპული ორგანიზაცია, რომელსაც საქართველო შეუერთდა!",- დაწერა ზურაბიშვილმა.

2025 წლის ზამთრის პლენარული სესიის გახსნის დღეს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება გასაჩივრდა. 29 იანვარს, PACE-მ გადაწყვიტა, რომ „ქართული ოცნების” დელეგაციას მომდევნო სესიამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნებოდა, სრულად რატიფიცირებისთვის კი კონკრეტული წინაპირობები უნდა შესრულდეს დემოკრატიულ გზაზე დასაბრუნებლად. 114 ხმით 13-ის წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციით, საპარლამენტო ასამბლეა მოითხოვს "ქართულმა ოცნებამ" მიმდინარე წლის აპრილამდე ხელახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს და პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს. ამასთან, PACE საქართველოს ოფიციალური პირებისგან მოითხოვს დაუყოვნებლივი და ეფექტიანი ნაბიჯები გადადგან, რათა საშუალება მისცენ საქართველოს განაახლოს ევროპული ინტეგრაციის გზა. ამის საპასუხოდ, „ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.

საქართველოს 26 წელი PACE-ში - რას მოუტანს ქვეყანას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვება?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები