მიხეილ ლომთაძის Wycombe Wanderers ინგლისის ლიგა ერთის სათავეშია.
ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% წელს, მაისში შეიძინა.
Wycombe Wanderers-მა ბოლო და ტურნირის ყველაზე დამაჯერებელი გამარჯვება Stockport-ის წინააღმდეგ მოიპოვა. გუნდმა 0-5 ითამაშა.
ბოლო თამაშის შემდეგ, ინგლისურ კლუბს ექვსიდან ექვსი მოგება აქვს, რითაც შეძლო და Birmingham-საც გადაასწრო.
გუნდი ერთადერთხელ ბოლოს 15 მატჩში ასტონ ვილასთან კარაბაოს თასზე დამარცხდა.
გუნდის თავკაცმა, მეთ ბლუმფილდმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ ის მხოლოდ მენეჯერია, რომელსაც სიტყვის წარმოთქმა და დავალებების მიცემა შეუძლია, ბიჭები კი მოედანზე ამას განახორციელებენ.
„სიამაყით ვარ სავსე. ისინი იღებენ ინფორმაციას, პატივს სცემენ ჩვენ მიერ მიღებულ მკაცრ გადაწყვეტილებებს. ეს არ არის შედეგი, ეს არის ის, თუ როგორ ასრულებენ თავიანთ საქმეს, როგორი პროფესიონალებიც არიან. მათ ეს აჩვენეს", - განაცხადა ბლუმფილდმა BBC Three Counties Radio-სთან.
1887 წელს დაარსებული Wycombe Wanderers ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარეობს.
მიხეილ ლომთაძე არის Kaspi.kz-ის სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ-ერთი. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იგი ფლობდა ყაზახური ფინტექ კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.
ლომთაძე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რიგით მეორე ქართველი მილიარდერია, რომელიც Forbes-ის შეფასებით, ივანიშვილზე მდიდარია.