მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქართველი მშენებლები იმპორტირებულ მასალებზე არიან ორიენტირებული“ - ანა საბახტარიშვილი

ანა საბახტარაშვილი

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ მენტორინგის პროგრამა განახორციელა, რომელიც „შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს "(SDC) მიერ არის დაფინანსებული, რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტის(RSMEDP) ხელშეწყობის მიზნით.

როგორც ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ანა საბახტარიშვილმა BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, ქართველი მშენებლები იმპორტირებულ მასალებზე არიან ორიენტირებული, რისი მიზეზიც, ბაზარზე ქართული პროდუქციის ნაკლებობაა.

საბახტარიშვილის თქმით, მენტორინგის პროგრამის მიზანი სამშენებლო სექტორში პრობლემებთან კომპლექსური მუშაობა იყო. სერვისის მონაწილეები კი მენტორებისა და ე.წ. მენთიების ანუ ბენეფიციარების გუნდი იყვნენ. პროგრამის ფარგლებში, ისეთ საკითხებზე გაკეთდა აქცენტი, როგორიცაა ფინანსური სერვისები, შრომის უსაფრთხოება და ა.შ.

„პროექტის ფარგლებში, მთავარი პრობლემა დავინახეთ, რომ რეგიონებში არიან სხვადასხვა მწარმოებლები, რომლების შესახებაც კომპანიებს ინფორმაცია არ აქვთ. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქცია, სამწუხაროდ, ვერც მოთხოვნას და ვერც ხარისხს ვერ აკმაყოფილებს.

გვინდა, რომ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება გამოგვეყენებინა. შესაბამისად, ორიენტირი „მენტორშიფზე“ გავაკეთეთ, ანუ ინტელექტუალურ მხარდაჭერაზე, რომელიც როგორც სერვისი, პროექტის ბენეფიციარებს მიეწოდათ.

ვფიქრობ, ადგილობრივი წარმოების გაძლიერება გვჭირდება. ასევე, მრავალფეროვანი მასალები და მასზე ხელმისაწვდომობა. ეს იდეები კი საბოლოო ჯამში, ერთად შეიკრა და ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა „მერსი კობა“ და „სვის კონტაქტი“, ამ იდეებს მხარი დაუჭირა, ვინაიდან, მათი კონსორციუმის მიმართულება, ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერაა, განსაკუთრებით რეგიონებში“, - აცხადებს საბახტარიშვილი.

მისივე ცნობით, აღნიშნული პროექტი საფუძველი და სტიმული გახდება იმისა, რომ სხვა მეწარმეებიც დაინტერესდნენ და საშუალება მოიძიონ იმისთვის, რომ ინვესტირება ცოდნასა და ინსტიტუციურ განათლებაში ჩადონ.

ინფორმაციისთვის, პროგრამაში ასოციაციის წევრი 12 კომპანიის დირექტორი და ტოპმენეჯმენტის წარმომადგენელი მენტორის სტატუსით ჩაერთო, რომლებიც პროგრამაში მონაწილე სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიებს ეხმარებიან განვითარებაში მათი პრობლემების იდენტიფიკაციის, გამოწვევების დაძლევის გზების მოძიებასა და განვითარების გეგმის დასახვაში. პროგრამის ფარგლებში, ასოციაციამ მწარმოებელ კომპანიებს ბიზნესის მხარდამჭერი სერვისების 80%-იანი დაფინანსება მიაწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები