მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველი სარაგბო არბიტრი ნიკა ამაშუკელი მსოფლიო სარაგბო ჩემპიონატის 7 მატჩში იმსაჯებს

არბიტრი ნიკა ამაშუკელი

საქართველოს საუკეთესო სარაგბო არბიტრი, ნიკა ამაშუკელი მსოფლიო თასზე 7 შეხვედრის მსაჯი იქნება. "მსოფლიო რაგბიმ" 40 მატჩისთვის 12 მთავარი მსაჯი და ოფიციალური პირები დანიშნა, შესაბამისად, ასევე ცნობილი გახდა იმ არბიტრების ვინაობა, რომლებიც საქართველოს ნაკრების შეხვედრებს განსჯიან.

ამაშუკელს დებიუტი 9 სექტემბერს, ბორდოში ირლანდიასა და რუმინეთს შორის შეხვედრაში ექნება. ის პირველი ქართველი იქნება ისტორიაში, რომელიც მსოფლიო თასზე იმსაჯებს. 7 მატჩიდან 3-ში ის მოედნის მსაჯი იქნება, 4-ში კი პირველი ასისტენტი.

შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთში 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები