ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ხელმეორედ "რუსული კანონის" დაბრუნებას გამოეხმაურა. მისი თქმით ეს კანონი საქართველოს ევროპასთან დააშორებს.
როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, საქართველომ კანდიდატის სტატუსი ქართველი ხალხის არჩევანის გამო მიიღო.
"ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და ამის საპასუხოდ, ევროპულმა საბჭომ საქართველოს გასული წლის დეკემბერში მიანიჭა კანდიდატის სტატუსი.
ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: კანონის პროექტი "საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" არ შეესაბამება საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებას და მის გაწევრიანების ტრაექტორიას და დააშორებს საქართველოს ევროკავშირს და არა დაახლოებას," - წერს მიშელი.