მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

QatarEnergy თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების განახლებისთვის ემზადება

qatarenergy

Reuters-ის ინფორმაციით, QatarEnergy თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) წარმოების აღსადგენად ემზადება.

მარტის დასაწყისში, "რას-ლააფანისა" და "მესაიიდის" ობიექტებზე სამხედრო თავდასხმების გამო, QatarEnergy-მ LNG-ისა და მასთან დაკავშირებული პროდუქტების წარმოება შეაჩერა.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, კომპანიამ QELNG North 1-ის სამი საწარმოო ხაზიდან ორი უკვე აამუშავა. QELNG North 1 კატარის ისტორიაში პირველი LNG პროექტია და ის რას-ლააფანის ინდუსტრიულ ქალაქში მდებარეობს. ობიექტი მოიცავს სამ ტრადიციულ გათხევადების ხაზს, რომელთა ჯამური სიმძლავრეც წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ტონა (mtpa) LNG-ს შეადგენს.

სრულ საწარმოო სიმძლავრეზე დაბრუნება იმაზეა დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა გემები ჰორმუზის სრუტის გავლას.

საზღვაო გადაზიდვების რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, ირანის სამხედრო-საზღვაო ძალები დაემუქრნენ გემებს, რომლებიც თეირანის ნებართვის გარეშე შეეცდებიან სრუტის გავლას, და დასძინეს, რომ ამ საწყლოსნო გზაზე ტრანზიტი კვლავ ჩაკეტილია.

ერთი კვირით ადრე QatarEnergy-მ ფორს-მაჟორი გამოაცხადა, რამაც გლობალური ბაზრები შეარყია ირანთან კონფლიქტის ეკონომიკური გავლენის გაფართოების ფონზე. ეს იურიდიული მუხლი გამოიყენება მაშინ, როდესაც კომპანია მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო ვერ ასრულებს სახელშეკრულებო ვალდებულებებს. განცხადება კომპანიის თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ორ ობიექტზე თავდასხმიდან სულ რაღაც ორ დღეში გაკეთდა, რამაც წარმოების შეჩერება გამოიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები