მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქერმანში თვითმკვლელი ტერორისტების აფეთქების გამო მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

ტერორ

ირანის ქალაქ ქერმანში თვითმკვლელი ტერორისტების აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა.

ირანული მედია ქერმანის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით რომ ქერმანის საავადმყოფოებში ამ დროისთვის აფეთქებების შედეგად დაშავებული 103 ადამიანი იმყოფება, 11 მათგანის მდგომარეობა კი მძიმეა.

საერთო ჯამში აფეთქებების შედეგად ქერმანში 277 ადამიანი დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ ირანის ქალაქ ქერმანში აფეთქებები 3 იანვარს მოხდა, როდესაც 2020 წელს აშშ-ის მიერ მოკლული ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონიალი იმართებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები