მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქეთევან წამებულის გამზირზე, შესაძლოა, მიწისქვეშა ურნები განთავსდეს” - კალაძე

61e97ab5e5b13
ანუკა ჯოხაძე
21.01.22 00:12
1515
თბილისის მერიამ ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო. როგორც ცნობილია, ქეთევან დედოფლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ნაწილად დაიყოფა. პირველ ეტაპზე მოძრაობა ავლაბრის მეტროდან თელავის ქუჩამდე შეიზღუდება, ხოლო სამუშაოების მეორე ეტაპი თელავის ქუჩიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე განხორციელდება, სადაც ასევე დროებით შეზღუდული იქნება გადაადგილება.

მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ გამზირის სრული განახლებაა გეგმაში. მისი თქმით, სრულად მოხდება მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა. ამასთან, კალაძე აღნიშნულ გამზირზე მიწისქვეშა ურნების განთავსებასაც განიხილავს.

“მთლიანად მოხდება გამზირის განახლება. საკანალიზაციო წყლის მილები შეიცვლება და სანიაღვრე სისტემა მოეწყობა. ელექტროგადამცემი ხაზები, რომელიც ჰაერში არის გადაჭიმული, მიწის ქვეშ იქნება ჩატანილი. მიწისქვეშა ურნები განთავსდება გამზირზე იმის მიხედვით, თუ რამდენად შესაძლებელი იქნება კონკრეტულ ქუჩაზე ამის გაკეთება. ავტობუსის ზოლები მოეწყობა. საბოლოოდ სრულად მოხდება ქეთევან წამებულის გამზირის განახლება", - აცხადებს კალაძე.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე თბილისში მიწისქვეშა ურნები მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირზეა განთავსებული.

შეგახსენებთ, ქეთევან წამებულის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი ორჯერ გამოცხადდა. პირველი ტენდერის ღირებულება 4 მილიონ ლარს აჭარბებდა, თუმცა უარყოფითი შედეგით დასრულდა. მეორე ტენდერში კი გამარჯვებულად თბილისის მერიამ გაზრდილი ბიუჯეტით - 6 090 839 ლარად DIN GROUP-ი გამოაცხადა. კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გასული წლის ზაფხულში გაფორმდა. სამუშოები ადგილზე DIN GROUP-მა 8 თვეში უნდა დაასრულოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები