საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის სტატისტიკის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები წლიურად 4%-ით გაიზარდა.
საქსტატი ინფლაციას 305 დასახელების ძირითადი საქონლისა და მომსახურების ფასების ყოველთვიური გამოკვლევის შედეგად ადგენს. დეტალური სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტად გაძვირებულ საქონელს შორის ძირითადად სასურსათო პროდუქტები პოზიციონირებენ, რომელთა შორისაც პირველ ადგილს ქლიავი იკავებს, რომელიც წლიურად 95%-ით არის გაძვირებული, მეორე ადგილზეა მსხალი 49%-ით, მესამეზე კი ლიმონი 44%-ით.
2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით ყველაზე გაძვირებული საქონელი და მომსახურება:
| # | საქონელი | ფასის წლიური ცვლილება |
| 1 | ქლიავი | 95% |
| 2 | მსხალი | 49% |
| 3 | ლიმონი | 44% |
| 4 | ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი | 43% |
| 5 | ატამი | 35% |
| 6 | კარტოფილი | 27% |
| 7 | ნაყინი | 26% |
| 8 | საავადმყოფოს მომსახურება | 25% |
| 9 | ხორბლის პური | 22% |
| 10 | ახალი თევზი | 22% |
რაც შეეხება ყველაზე გაიაფებულ საქონელს, მათ შორის პირველ ადგილზეა მწვანილი რაც წლიურად 49%-ით გაიაფდა. მეორეზეა ბადრიჯანი 27%-იანი გაიაფებით, მესამეზე კი პომიდორი ფასის 21%-ის კლებით.
| # | საქონელი | ფასის წლიური ცვლილება |
| 1 | მწვანილი | -49% |
| 2 | ბადრიჯანი | -27% |
| 3 | პომიდორი | -21% |
| 4 | კიტრი | -20% |
| 5 | მაცივარი | -19% |
| 6 | ტელევიზორი | -18% |
| 7 | სპორტული ფეხსაცმელი | -15% |
| 8 | ნიორი | -15% |
| 9 | კომპიუტერი | -14% |
| 10 | ბრინჯი | -14% |




























