მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქობულეთის მუნიციპალიტეტში სალიკვიდაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა" - თორნიკე რიჟვაძე

თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში სალიკვიდაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და ამ ორი დღის განმავლობაში, სრულად იქნება ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილი.

გარდა ამისა, მისივე ცნობით, ბათუმში უკვე აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და შესაბამის უწყებებთან ერთად, კვლავ გრძელდება მუშაობა.

„საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, ადგილზე გავეცანით სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს. მოგეხსენებათ, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში სალიკვიდაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. დღეს ბოლო ადმინისტრაციული ერთეულამდე გაწმენდითი სამუშაოები დასრულდება. ასევე, მანამდე პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა საკოორდინაციო შტაბის შეხვედრა, სადაც წარვადგინეთ დეტალური ანგარიში აჭარის რეგიონში სტიქიასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

დღეს და ხვალ უკვე შევძლებთ, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში სრულად აღდგეს ელექტრომომარაგება. ასევე, ბათუმში უკვე აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამის უწყებასთან ერთად აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ეს გამოწვევები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი“, - ამბობს რიჟვაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები