მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად გარდაქმნის პროექტი მომზადდა

გზა მაგისტრალიი ქობულეთი

აღმოსავლეთ დასავლეთის მაგისტრალის ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთი ამჟამად ორზოლიანია. 31.3-კილომეტრიანი გზა 2018 წლიდან შევიდა ექსპლოატაციაში, თუმცა მთავრობა მის გაფართოებას და 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზებას გეგმავს - ამისთვის ჯერ კიდევ გასულ წელს საპროექტო სამუშაოების შესყიდვის 10-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა. ახლა კი მომზადებული ტექნიკური პროექტი მის რამდენიმე ალტერნატივასთან ერთად მუნიციპალიტეტს საჯარო განხილვებისთვის წარედგინა. დოკუმენტაციის თანახმად, ამ გზას 2023 წელს დღეში საშუალოდ 15 ათასი ავტომობილი იყენებდა, შედარებისთვის 2022 წელს გზის დატვირთვა 12 ათასი იყო.

გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების შემთხვევაში 110-120 კმ/სთ-მდე გაიზრდება თითოეულ ზოლში გადაადგილების სიჩქარე და გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა. პროექტი ორი - 250 და 164 მეტრის სიგრძის გვირაბების მშენებლობას ითვალისწინებს.

ახალი გზა არსებული გზის პარალელურად გაივლის, გარდა იმ მონაკვეთისა, რომელიც უშუალოდ ქობულეთის მიმდებარედ გაივლის.

პროექტის თანახმად მომზადებულია სამი ალტერნატივა, რომელთა აღწერაც შემდეგია:

1) ალტერნატიული ვარიანტი I – მიუყვება არსებულ ორ ზოლიან გზას პარალელურად მთლიან სიგრძეზე მარცხენა მხრიდან. მისი სიგრძე არის 30.38 კმ.

2) ალტერნატიული ვარიანტი II – მიუყვება არსებულ ორ ზოლიან გზას პარალელურად თითქმის მთლიან სიგრძეზე მარცხენა მხრიდან და მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებში გადადის არსებული გზის მარჯვენა მხარეს მრუდების გაუმჯობესების მიზნით. მისი სიგრძეა 30.37 კმ.

3) ალტერნატიული ვარიანტი III – მიუყვება არსებულ ორ ზოლიან გზას პარალელურად თითქმის მთლიან სიგრძეზე მარცხენა მხრიდან და მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებში გადადის არსებული გზის მარჯვენა მხარეს ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესების მიზნით. მისი სიგრძეა 30.09 კმ.

გზის ალტერნატიული პროექტები - რუკა:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები