მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქობულეთში, დაზიანებული სანაპიროს აღდგენისთვის კომპანია შერჩეულია - ბიუჯეტი ₾1.9 მლნ

ქობულეთი

ქობულეთის მერიამ, ქობულეთის დაზიანებული სანაპიროს აღდგენისთვის კომპანია შეარჩია.

1.9 მლნ ლარის ტენდერის მოთხოვნები ასეთია, სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა შეასრულოს შემდეგი სამუშაოები: ბილიკების და სხვა მყარი ზედაპირების მშენებლობა, ფეხით მოსიარულეთა ბილიკების მშენებლობა, გასართობი პარკების მშენებლობა და მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები.

19 მარტს გამოცხადებულ ტენდერზე ამ ეტაპზე დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს. ერთადერთი პრეტენდენტი ჯორჯიან სტოუნი იყო. სწორედ მასთან ამზადებს მუნიციპალიტეტი სახელშეკრულებო დოკუმენტაციას.

რაც შეეხება თავად ჯორჯიან სტოუნს, დირექტორი ბადრი რომანაძეა. წილის 100%-ს შპს ლეგი ფლობს, რომლის მფლობელი კომპანიაც შპს ნეოსტარია, ნეოსტარი კი, თავის მხრივ უკრაინის მოქალაქეს ლეონიდ ეზიკს ეკუთვნის.

კომპანია ჯორჯიან სტოუნს 56.6 მლნ ლარის 149 ტენდერი აქვს მოგებული. პირდაპირი კონტრაქტი ე.წ გამარტივებული შესყიდვა კი, 1.2 მლნ ლარზე აქვს გაფორმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები