მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქოლ-ცენტრების ნაწილს გრიგოლ ლილუაშვილი და ოთარ ფარცხალაძე მფარველობდნენ

ფარცხალაძე

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, 2020-2023 წლებში საქართველოში მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრების ნაწილის მფარველობას გრიგოლ ლილუაშვილი და ოთარ ფარცხალაძე, მათი უახლოესი გარემოცვის წევრების მეშვეობით ახორციელებდნენ.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ 9.5 მილიონი აშშ დოლარის მითვისებისა და ფულის გათეთრების ფაქტზე 10 პირის მიმართ დაიწყო დევნა.

პროკურატურის განმარტებით, 2020-2023 წლებში ქვეყანაში არსებული თაღლითური ქოლ-ცენტრების მცირე ნაწილის ხელშეუხებლობას სწორედ ლილუაშვილი და ფარცხალაძე, მათი უახლოესი გარემოცვის მეშვეობით უზრუნველყოფდნენ.

„ქოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის მფარველობას გრიგოლ ლილუაშვილი და ოთარ ფარცხალაძე, მათი უახლოესი გარემოცვის წევრების მეშვეობით ახორციელებდნენ“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გამოძიების ვერსიით, ლილუაშვილისა და ფარცხალაძის მფარველობის ქვეშ მყოფი ჯგუფის წევრები (გ. მიქაძე, დ. მიქაძე, ი. სეხნიაშვილი და მ. ჩოხელი) იყენებდნენ ამ გავლენებს, რათა დაეცვათ ქოლ-ცენტრები სამართალდამცავებისგან და „კონკურენტი ორგანიზაციების ჩარევისგან“.

პროკურატურას ამ ეტაპზე არ დაუზუსტებია, წარედგინა თუ არა გრიგოლ ლილუაშვილს ბრალდება აღნიშნულ საქმეზე, თუმცა აღნიშნავს, რომ გამოძიება გრძელდება და მიმდინარეობს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება.

საქმე ეხება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობასა და ფულის გათეთრებას, რომელიც, გამოძიების ვერსიით, 2020-2023 წლებში ფუნქციონირებდა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი მილიონობით დოლარის კრიპტოვალუტის დაუფლებას უკავშირდება.

"ქოლცენტრების საქმეზე" 10 პირს, მათ შორის ოთარ ფარცხალაძეს და ელისო კილაძეს ბრალი წარუდგინეს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები