მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქონების მართვისა და მომსახურების სააგენტოები ერთიანდება

5dbc1caca5b58
სალომე მეცხვარიშვილი
01.11.19 15:52
1376
ქონების მართვისა და მომსახურების სააგენტოები ერთიანდება,- ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება სწორედ მთავრობის დღევანდე სხდომაზე მიიღეს.

ორი უწყების გაერთიანების შემდეგ ჩამოყალიბდება ერთიანი უწყება, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ იარსებებს.

“ჩვენი ქონების მართვის სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ქონების პრივატზიაციას, ხოლო ანალოგიური სტრუქტურა ფინანსთა სამინისტროში ახორციელებს მოძრავი ქონების გაყიდვას. იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი ბიზნესებისთვის უფრო მარტივი იყოს ამ სერვისებთ სარგებლობა, ეს სერვისი მოექცევა ერთ ქუდ ქვეშ. ჩვენი ქონების მართვის სააგენტო შეითავსებს უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვის ფუნქციებს და ერთიანი ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ეს სერვისი უფრო მარტივად იქნება შეთავაზებული”,- განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები