მიმდინარე წლის მესამე კვარტლის საპრივატიზებო გეგმა გადაჭარებებით, 216%-ით შესრულდა - ინფორმაციას ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქტიური პრივატიზაციის შედეგად, სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტში, მესამე კვარტლის გეგმით გთვალისწინებული 38 მლნ ლარის ნაცვლად 82 052 542 ლარი გადარიცხა. საანგარიშგებო პერიოდში გამოცხადდა 337 ელექტრონული აუქციონი.
"მიმდინარე წელს, წარმატებული პრივატიზაციის შედეგად, გადაჭარბებით შესრულდა სამივე კვარტლის საპრივატიზებო გეგმა, შედეგად 9 თვის გეგმით გათვალისწინებული 111 000 000 ლარის ნაცვლად, სააგენტომ ცენტრალურ ბიუჯეტში 179 241 279 ლარის გადარიცხვა უზრუნველყო, რაც წლიური გეგმის 89,6%-ს შეადგენს. სააგენტო აქტიურად აგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული
პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს სხვადასხვა, საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას პროაქტიულად შესთავაზებს", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.