მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქონების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძეს 2 მრჩეველი ჰყავს - მათი ვინაობა უცნობია

615468b27f9ce
თელარა გელანტია
30.09.21 09:00
1420
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძეს 2 მრჩეველი ჰყავს.

მრჩევლების შესახებ ინფორმაცია bm.ge-მ ყველა სამინისტროდან ოფიციალურად გამოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის სამინისტრომ, ისევე როგორც უწყებების უმრავლესობამ, „მრჩევლების“ პოზიციაზე დასაქმებული ადამიანების ვინაობის გასაჯაროებაზე bm.ge-ის უარი უთხრა და მიზეზად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე "საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სხვადასხვა შესაბამისი მუხლები მოიყვანა, მათ შორის ის, რომ „აღნიშნული პერსონალურ ინფორმაციას წარმოადგენს“.

გიორგი დუგლაძის „უცნობი“ 2 მრჩევლის ყოველთვიური ჯამური დარიცხული ხელფასი 8 000 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები