მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 29.7 წლამდე, კაცებისთვის კი 32.1 წლამდე გაიზარდა

ქორწინება

საქართველოში ქორწინების საშუალო ასაკი ყოველწლიურად იზრდება - ამას ასახავს 2023 წლის დემოგრაფიული ანგარიში, რომელიც საქსტატმა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2023 წელს საქართველოში 22,275 ქორწინება დარეგისტრირდა, რაც წლიურ ჭრილში 14%-ით შემცირდა.

ანგარიშის მიხედვით, 18 ათასამდე ქორწინება პირველი ქორწინება იყო, ხოლო 4 ათასი ქორწინება განმეორებითი. ამასთან, პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 29.7 წელს შეადგენდა (ზრდა წინა წელთან 0.3 წელი), ხოლო კაცებისთვის 32.1 წელი (ზრდა წინა წელთან 0.2 წელი).

სტატისტიკის მიხედვით, პირველი ქორწინებისას წყვილის საშუალო ასაკი სტაბილური ტემპით იზრდება. 2017 წელთან შედარებით ქალების ქორწილის საშუალო ასაკი 2.3 წლით, კაცების შემთხვევაში კი 1.9 წლით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები