მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Quadrum Georgia 2025 წელს ქუთაისში, რიტეილ პარკის ფორმატის სავაჭრო ცენტრის გახსნას გეგმავს

თეიკო

Quadrum Georgia, რომელიც "ისთ ფოინთს", "დომინოს" და "თბილისი გარდენსის" მმართველი კომპანიაა, ქუთაისში 2025 წელს რიტეილ პარკის ფორმატის ახალი სავაჭო ცენტრის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის მარკეტინგის დირექტორმა, თეიკო ლომინაძემ BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ინვესტორები საქართველოში ინვესტირებას კვლავ განაგრძობენ და აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელება 100%-ით უცხოური ინვესტიციებით ხდება.

„ამ ეტაპზე, ქუთაისში აქტიურად ვმუშაობთ. დღეის მონაცემებით, ქუთაისში ახალი რიტეილ პარკის ახალი ფორმატის სავაჭო ცენტრი 2025 წელს უნდა გაიხსნას.

ზუსტი საინვესტიციო თანხა ამ ეტაპზე ვერ სახელდება, თუმცა საუბარი დაახლოებით 60 მლნ დოლარის ინვესტიციაზეა“, - აცხადებს ლომინაძე.

მისივე ცნობით, სავარაუდოა, რომ კომპანია სხვა რეგიონებშიც განვითარდება და არაერთ პროექტს განახორციელებს.

ინფორმაციისთვის, Quadrum Georgia საქართველოში რიტეილ სექტორის (ჰიპერმარკეტი "დომინო"), სავაჭრო ცენტრისა (ისთ ფოინთი) და დეველოპერული ("თბილისი გარდენი") მიმართულებითაა წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები