მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"15 ნოემბრის თავდასხმებით უკრაინამ $1 მლრდ-მდე ზარალი განიცადა" - ქვეყანაში მშპ-ს შემცირების გაგრძელებას ელიან

637a047a83065
ვიქტორია მღებრიშვილი
20.11.22 15:10
512
უკრაინაში მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირების გაგრძელებას ელიან. მხოლოდ 15 ნოემბერს განხორციელებული რუსეთის თავდასხმის შედეგად ქვეყანამ დაახლოებით 1 მლრდ დოლარის დანაკარგი განიცადა. ამ საკითხზე უკრაინის უმაღლესი რადის ფინანსების, გადასახადების და საბაჟო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯრომარე დანიილ გეტმანცევმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის ეკონომიკამ დანაკარგი რუსეთის შეტევების გამო კოლოსალურია.

„თუ ჩვენ მშპ-ს რიცხვებზე ვსაუბრობთ, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ეკონომიკის სამინისტრომ მაკროპროგნოზები მშპ-ს შემცირების მიმართულებით ოქტომბერში 39%-მდე დააკორექტირა. რაც იმას ნიშნავს, რომ თავდასხმები ოქტომბერში და შესაბამისად ნოემბერში კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა. ამიტომ ეკონომიკის ზრდის ვარდნა გაგრძელდება“, - განაცხადა გეტმანცევმან.

Unian-ის ცნობით, 15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მასობრივი სარაკეტო თავდასხმები განახორციელა. უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენლის განცხადებით, უკრაინის მიმართულებით 100-მდე რაკეტა იყო გასროლილი. აღსანიშნია, რომ ეკონომიკის მინისტრ იულია სვირიდენკოს განცხადებით, 2022 წელს ქვეყნის ეკონომიკა იმაზე მეტად შემცირდება, ვიდრე ეს აქამდე იყო პროგნოზირებული. ქვეყნის ეკონომიკა მეორე კვარტალის მონაცემებით 37.2%-ით შემცირდა. 9 თვის მონაცემებით კი მშპ 30%-ითაა შემცირებული. უკრაინის ეროვნული ბანკის ოქტომბრის ინფლაციის ანგარიშში, ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 32%-ით შემცირდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები