მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"20-21 მაისს ტოკიოში პირველი ქართული ფესტივალი გაიმართება" - ანანო სიჭინავა

6458c00e675c1
ნანუკა ნარიმანიძე
09.05.23 09:30
699
იაპონიაში პირველი ქართული ფესტივალი გაიმართება, ორგანიზატორები კი სწორედ ის იაპონელები არიან, რომლებიც დაინტერესებული არიან ქართული თემატიკით, - ამის შესახებ საქართველოს ელჩის მეუღლემ და იაპონიაში ქართული ფესტივალის მხარდამჭერმა ანანო სიჭინავამ გადაცმა „ქალების ნარატივში“ ჩართვისას ისაუბრა.

„ეს ფესტივალი მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად ახლოა ქართველ და იაპონელ ხალხს შორის ურთიერთობა და როგორი დაინტერესებაა ჩვენი ქვეყნის მიმართ. ფესტივალის ფარგლებში ორგანიზატორები დაახლოებით 5000-მდე იაპონელ სტუმარს ელოდებიან, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ქართული ცეკვის პროგრამას უყურონ, რომელიც იაპონელი და ქართველო მოცეკვავეების მიერ იქნება შესრულებული, ასევე ფესტივალზე გვექნება ქართული სამოსის ჩვენება და შესაძლებელი იქნება ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნება, სტუმრებს ქართულ დამწერლობასაც გავაცნობთ“, - ამბობს ის.

იმის მიუხედავად, რომ პირველი ფესტივალისთვის ორგანიზატორები ქართულ კომპანიებთან არ თანამშრომლობენ, ანანო სიჭინავა ქართული სამოსის კუთხით რამდენიმე ქართულ ბრენდს წარადგენს.

„ჩემი მხრიდან წარმოდგენილი იქნება ქართული ტანსაცმლის ბრენდები: „სამოსელი პირველი“, „ფაფანაკი“, Maroma Collection და ა.შ., იმის მიუხედავად, რომ აღნიშნულ ფესტივალზე კომპანიებთან არ გვითანამშრომლია, დიდი იმედი გვაქვს, რომ ამას შემდეგი ფესტივალისთვის მოვახერხებთ“, - განმარტა მან.

კითხვაზე, ყოველწლიურ სახეს მიიღებს თუ არა ფესტივალი, ანანო სიჭინავა პასუხობს: „იაპონელი საზოგადოება ძალიან ელის ამ ფესტივალს, საელჩოც აქტიურადაა ჩართული ფესტივალის პოპულარიზაციაში, საზოგადოებას განსაკუთრებით აინტერესებს ქართული კერძების დაგემოვნება და ქართული სამოსის ნახვა, ორგანიზატორებს ძალიან უნდათ, რომ ამ ფესტივალმა ყოველწლიური სახე მიიღოს, ეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება წლევანდელი ფესტივალი, დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს მიიღებს რეგულარულ სახეს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები