მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2022 წელს დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 62%-ს აღემატება" - ვახტანგ გომელაური

63f4b8805ff3f
BM.GE
21.02.23 16:26
676
პოლიციის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, 2022 წლის დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია და 62%-ს აღემატება, რაც 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 12%-ით მეტია“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას.

„გასული წელი მსოფლიოსთვის რთული წელი იყო. უმთავრესი, რაც ჩვენმა ქვეყანამ შეძლო, არის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ამასთანავე, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება და სამთავრობო გეგმის მიხედვით გაწერილი სხვადასხვა რეფორმისა და პროექტის განხორციელება“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

რაც შეეხება დანაშაულის დინამიკას, ვახტანგ გომელაურის თქმით, 2022 წელს, გასულ წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა დაკლებულია.

„პოლიციის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, 2022 წლის დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია და 62%-ს აღემატება, რაც 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 12%-ით მაღალია. რაც შეეხება დანაშაულის დინამიკას, 2022 წელს, გასულ წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა დაკლებულია“, -
განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, შემცირებულია ისეთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა: მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ყაჩაღობა და ქურდობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები