მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2023 წელს დაგეგმილია სასაზღვრო სექტორების ინფრასტრუქტურის განვითარება“ - გომელაური

63f4c19725a78
BM.GE
21.02.23 17:01
588
"2023 წელს დაგეგმილია სასაზღვრო სექტორების ინფრასტრუქტურის განვითარება“ - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სასაზღვრო პოლიციის გაძლიერება, არამარტო საავიაციო მიმართულებით, არამედ სანაპირო დაცვის მიმართულებითაც მიმდინარეობს.

"აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, „დეფენდერის“ ტიპის 4 სწრაფმავალი მცირე საპატრულო კატარღა შეემატა", - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მან ასევე განაცხადა, რომ სამი ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით, ფრანგულ კომპანია "Airbus Helicopters"-თან ხელშეკრულება გაფორმდა. შვეულმფრენები, რომლებსაც სამინისტრო შეიძენს, არის მრავალფუნქციური და შეუძლია შეასრულოს საპოლიციო, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ოპერაციები.

ინფორმაციისთვის, გამარტივებული შესყიდვის ღირებულება 26 500 000 ევროა, რომელიც კომპანია Airbus Helicopters -თან გაფორმდა. პირობის მიხედვით, Airbus Helicopters S.A.S თანახმაა 5.5 მლნ ევროდ შეიძინოს AS-332 L1e ტიპის ვერტმფრენი თავისი აღჭურვილობით. როგორც სასაზღვრო პოლიცია განმარტავს, Airbus თანახმაა შეღავათიან ფასად, მოაწოდოს საქართველოს H 145 ტიპის შვეულმფრენი (რომლის გამოყენებაც შეიძლება როგორც საპოლიციო ასევე სამაშველო მისიებში) და შესაბამისი სხვადასხვა სათადარიგო ნაწილები. ამასთან AIRBUS-ი უსასყიდლოდ უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს შესაბამისი თანამშრომლების ტრენენგებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები