მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2026 წლისთვის ყველა საჯარო სკოლა საერთაშორისო ევროპულ სტანდარტებს გაუთანაბრდება"

6377b34ce3174
BM.GE
18.11.22 21:10
1062
"2026 წლისთვის ყველა საჯარო სკოლა საერთაშორისო ევროპულ სტანდარტებს გაუთანაბრდება" - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა 800 სკოლის რეაბილიტაცია-აშენებას შეეხება.

„მინდა ოპოზიციას შევახსენო, რომ სკოლების ნგრევა ჩვენი ხელისუფლების ხელწერა არ არის და ეს იმ პოლიტიკური ძალის ხელწერა იყო, რომელსაც დღეს თქვენ წარმოადგენთ. ამიტომ მხოლოდ მშრალ ფაქტს და ციფრს გეტყვით, რომელიც უპრეცედენტოა ქართულ საგანმანათლებლო ისტორიაში და ეს არის პრემიერ-მინისტრის ინიციატივა და რომელიც 800 სკოლის რეაბილიტაცია-აშენებას შეეხება. პრაქტიკულად 2026 წლისთვის ყველა საჯარო სკოლაში მოცემულობას მივიღებთ, რომ ინფრასტრუქტურულად ყველა სკოლა მოწესრიგდება და საერთაშორისო ევროპულ სტანდარტებს გაუთანაბრდება. ეს არის ჩვენი ხედვა და გეგმა ამ პრობლემების მოსაგვარებლად და ახლა რაც არ უნდა ვაქცენტირდეთ ერთ კონკრეტულ, მათ შორის, ისტორიულ სკოლაზე, რომელზეც საუბრობთ, პასუხი არის ძალიან ნათელი - ამ კონკრეტული სკოლის დემონტაჟი არ მოხდება ისე თუ შესაბამისი დასკვნები და ნებართვები არ იქნება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

გიორგი ამილახვარმა განათლების ინტერნაციონალიზაციის მიზნით სამინისტროს ხედვებზე ისაუბრა, რაც მისი განცხადებით, საერთო დიპლომების, ორმაგი დიპლომების, საერთაშორისო უცხოური უნივერსიტეტების საქართველოში შემოსვლას გულისხმობს. „როგორც უმაღლეს განათლებაში, ასევე სკოლებში დღეს დაახლოებით ოცამდე პროგრამა ფუნქციონირებს რამდენიმე უცხოური, მათ შორის, ამერიკული უნივერსიტეტია შემოსული საქართველოში და ამ საქმეში პირადად მინისტრის წვლილი დიდია“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები