მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მასწავლებელია დასაქმებული სკოლებში? - საქსტატი

მასწავლებლები

2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 2 296 სკოლა ფუნქციონირებს. აქედან 2 086 საჯარო, ხოლო 210 კერძო სკოლა ფუნქციონირებს.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 2023/2024 სასწავლო წლის მაჩვენებლების მიხედვით, წლის დასაწყისისთვის სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების რაოდენობა 2.2%-ით 63.7 ათასამდე გაიზარდა. მათ უმრავლესობას 87.5%-ს ქალები, 12.5%-ს კი კაცები შეადგენენ.

2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, სკოლებში მოსწავლეების რაოდენობა 0.2%-ით 634.3 ათასამდე გაიზარდა (2022/2024 სასწავლო წელი - 633.3 ათასი მოსწავლე). საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89.5% სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში - 10.5%. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48.2% გოგოა, ხოლო 51.8% - ბიჭი. რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (35.5%) თბილისში სწავლობს.