მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"25 წლამდე ასაკის ვეღარავინ უნდა შევიდეს კაზინოებსა და სლოტკლუბებში" - პრემიერი

619d4b2bb299e
თელარა გელანტია
24.11.21 00:05
688
"25 წლამდე ასაკის ვეღარავინ უნდა შევიდეს ამგვარ დაწესებულებებში, არსებულ ფიზიკურ კაზინოებსა და მათ შორის სლოტკლუბებში და ამის აღსრულებაზე კონტროლი მაქსიმალურად იქნება გამკაცრებული", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე განაცხადა.

აღსანიშნია, რომ რამდენიმე დღის წინ, როდესაც პრემიერმა ონლაინკაზინოებისთვის რეგულაციის გამკაცრება დაანონსა, 25 წლამდე ასაკობრივი ზღვრის აწევა ახსენა, მაგრამ როგორც ირკვევა, მთავრობის მეთაური ფიზიკურ კაზინოებსსა და სლოტკლუბებს გულისხმობდა. bm.ge აღნიშნულის კიდევ მეტად დაზუსტებას მთავრობის პრეს-სამსახურში შეეცდება.

ამასთან, საზმაუს ჟურნალისტის კითხვას - იგეგმება თუ არა ფიზიკური კაზინოების გატანა ან ერთ კონკრეტულ ადგილზე ლოკალიზება, პრემიერმა უპასუხა, რომ მთავრობას ამგვარი გეგმა არ აქვს.

„მთავრობა არ გეგმავს ე.წ Land Casino-ების გატანას ან რაიმე დამატებითი ამკრძალავი რეგულაციების შემოტანას. ამ ეტაპზე ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ ონლაინ-კაზინოებს. ფიზიკურ კაზინოებში ძირითადად თამაშობენ უცხოეთის მოქალაქეები, ტურისტები, ვიზიტორები და ამიტომ რაიმე შეზღუდვას არ ვგეგმავთ. Land Casino-ებს არ ვეხებით, ეს ონლაინკაზინოებზეა, მთავარი პრობლემა ეს არის. 2-3 ლარით ახალგაზრდა და მით უმეტეს სოციალურად დაუცველი კაზინოში ვერ შევა და ეს პრობლემა არ არსებობს“, - აღნიშნა პრემიერმა.

„ერთი თუ ორია დარჩენილი... ისინიც ყიდიან და გადიან ამ ბიზნესიდან“ - პრემიერი ონლაინკაზინოებზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები