"ბრიტანეთში, სადაც მოსახლეობის 73% არის ორჯერადად აცრილი, ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა საშუალოდ 30 ათასია, და 30 ათასი როდესაც იყო ახალი შემთხვევები იანვარში, მაშინ მათ ჰქონდათ დღეში 700-800 გარდაცლების შემთხვევა. დღეს ბრიტანეთში 30,000 ავადობის მიუხედავად ვირუსით დაიღუპა 39 ადამიანი. იმაზე უფრო ნაკლები, დაიღუპა 60-მილიონიან ბრიტანეთში, ვიდრე 3-მილიონიან საქართველოში. რა თქმა უნდა ეს გვინდა ჩვენც.
დღეს ლაპარაკია იმაზე, რომ არ მოხდეს გადატვირთვა ჰოსპიტალური სექტორის. თუკი ჩვენ სრული დისბალანსი წარმოგვექმნა პაციენტების რაოდენობასა და ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობებს შორის, რადგან მარტო საწოლი ხომ არ არის, პაციენტს ექიმი უნდა, მედდა და სანიტარი. რაც არ უნდა საველე ჰოსპიტლები მოვაწყოთ. შესაბამისად ბალანსირებული მართვის პრინციპები არაა. მაგალითად, მეზობელ აზერბაიჯანში სრულიად მართვადი პანდემიაა უკვე და მოსახლეობის 28% უკვე აცრილია,"- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.




























