მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აბსურდზე კამათობს ხალხი, ჩვენი რძის რესურსით ჩვენივე მოთხოვნის 5%–საც კი ვერ ვაკმაყოფილებთ"

6224f98e19152
სალომე მეცხვარიშვილი
06.03.22 22:07
5409
აბსურდზე კამათობს ხალხი, ჩვენი რძის რესურსით ჩვენივე მოთხოვნის 5%–საც კი ვერ ვაკმაყოფილებთ, – ასე ეხმაურება “ბიუბიუს” დამფუძნებელი რუსეთის გადაწყვეტილებას, რომ ქართული რძის პროდუქტები მათ ბაზარზე დაუშვას. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთმა გუშინ, 5 მარტს მიიღო.

რევაზ ვაშაკიძის განმარტებით, საქართველოში რძის დეფიციტია, ხოლო რაც იმპორტირებულია, იმპორტირებულია რუსეთდან ან ბელორუსიიდან, ისიც რძის ფხვნილის სახით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვაშაკიძე ფიქრობს, რომ რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანაზე ღელვა არ ღირს.

კითხვაზე, გაგზავნის თუ არა “ბიუბიუ” ცხოველური წარმოშობის პროდუქტს რუსეთში და გამოიყენებს თუ არა გახსნილ შესაძლებლობას, რევაზ ვაშაკიძე პასუხობს, რომ არა.

“მე როცა მინდოდა პროდუქტის შეტანა, 2 წელი ნებართვას არ იძლევიან და როცა თვითონ უნდათ, ხსნიან ბაზარს”,– ამბობს ბიზნესმენი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები