მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აჭარა ჯგუფი“ რადიოქალაქის მშენებლობას 2022 წელს დაიწყებს

61924fbdb6852
ელენე გოგბერაშვილი
15.11.21 16:50
3770
მუხიანში, რადიოქალაქის ყოფილ ტერიტორიაზე „აჭარა ჯგუფი“ მრავალფუნქციური ჰაბის მშენებლობას მომავალი წლიდან დაიწყებს. ამის შესახებ BM.GE-ს "კოლექტივ დეველოპმენტის აღმასრულებელმა დირექტორმა ოთარ ბერიშვილმა განუცხადა.

აღსანიშნია, რომ რადიოქალაქის პროექტის განხორციელება მიმდინარე წელს იგეგმებოდა, თუმცა არსებული გეგმები პანდემიის გათვალისწინებით შეიცვალა. როგორც ოთარ ბერიშვილი აცხადებს, სწორედ პანდემიის გამო, პროექტს ახალი მიმართულება ექნება, თუმცა მთავარი უცვლელი დარჩება. რადიოქალაქში წარმოდგენილი იქნება შემოქმედებითი, საგამოფენო, კულტურული და გასართობი სივრცეები, რომელიც მოიზიდავს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე შესაძლებლობას გააჩენს უმასპინძლოს საერთაშორისო კონცერტებს, გამოფენებსა და კონფერენციებს.

„როგორც იცით, პროექტის კონცეფცია დამუშავებული იყო პანდემიამდე. მას მერე ბევრი რამ შეიცვალა როგორც ადგილობრივად, ისე - გლობალურად, თუმცა ძალიან ბევრი კვლევის და მუშაობის შედეგად მივედით ახალ მიმართულებამდე, რაც დიდად არ არის განსხვავებული, რასაც მანამდე ვაპირებდით, მაგრამ სწორი ხედვა გვაქვს, როგორ უნდა გავაგრძელოთ ამ პროექტის განვითარება. რამდენიმე თვის წინ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან მოვაწერეთ ხელი თანამშრომლობას და 6 თვეა ვმუშაობთ მათ შორის რადიოქალაქის პროექტის განვითარებაზე, რაც გულისხმობს შემოქმედებითი ჰაბის განვითარებას გლდანი-მუხიანის უბანში. აქტიური სარემონტო სამუშაოები დაიწყება 2022 წლის პირველ კვარტალში. ახლა მიმდინარეობს წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები“, - აცხადებს ოთარ ბერიშვილი და განმარტავს, რა მიმართულებით განვითარდება პროექტი:

„ძირითადი ღერძი არის იგივე, ის არის ქალაქის ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეკონომიკური, კულტურული და სოციალური გარემოს ახალი გარემოს შექმნა. ეს არის 120 000 კვადრატული ტერიტორია, რომელზეც განთავსებულია 50 000 კვადრატული შენობები, სადაც სხვადასხვა შემოქმედებითი სივრცე განვითარდება. ეს არის როგორც გასართობი სივრცეები, ასევე საგამოფენო, კულტურული სივრცეები, რომელიც მოიზიდავს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე მოიზიდავს საერთაშორისო კონცერტებს, გამოფენებს, კონფერენციებს და ა.შ

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში "აჭარა ჯგუფის" შვილობილმა კომპანიამ "ინდუსტრიული ქალაქი" - გასული წლის 11 სექტემბერს გაიმარჯვა და "რადიოქალაქში" 23 მლნ ლარი გადაიხადა. კომპანიამ მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების პროექტი უნდა განახორციელოს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, მათ პროექტის ფარგლებში 10 მილიონი დოლარი უკვე დახარჯეს. პროექტის განვითარებასთან ერთად სამომავლოდ "აჭარა ჯგუფი" "რადიოქალაქში" ამდენივე მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები