მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აფხაზეთის მთავრობის აპარატში განხორციელებული 13 ტენდერიდან, 9 შემთხვევაში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა მიიღო" - აუდიტი

6455667a51e61
ალა ისპირიანი
06.05.23 00:35
680
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, მთავრობის აპარატისა და სამინისტროების მიერ 2020-2021 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.

დოკუმენტის მიხედვით, სატენდერო პირობების, (სატენდერო განცხადების და სატენდერო დოკუმენტაციის) ნაკლოვანებები გამოვლინდა. კერძოდ, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მოთხოვნები ხელს არ უწყობდა ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას.

"ელექტრონული ტენდერის ჩასატარებლად შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შედგენილ ტექნიკურ დავალებებში არ იყო მიმწოდებლების მიმართ წაყენებული ტექნიკური და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ისეთი რელევანტური მოთხოვნები, რითაც შესაძლებელი იქნებოდა მიმწოდებლების ტექნიკური ცოდნა-გამოცდილების, ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობებისა და სანდოობის შეფასება. კერძოდ, პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ მოთხოვნებში არ იყო გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ტექნიკური ცოდნა-გამოცდილების მატარებელი − არა საწარმო, არამედ საწარმოში დასაქმებული შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პერსონალია. შესაბამისად, ტექნიკური ცოდნის შეფასებისათვის საჭირო იყო მიმწოდებლისგან მოეთხოვათ ტექნიკური გამოცდილების არსებობის დასაბუთება ტენდერით გათვალისწინებული პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირებთან მიმართებით, რაც არ განხორციელებულა.

პრეტენდენტის ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობების შესაფასებლად არ იყო მოთხოვნილი ინფორმაცია საწარმოს ზომისა და აღჭურვილობის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დასაბუთების, თანამშრომლების, სახელმწიფოსა და საკუთარი მიმწოდებლების მიმართ ვალდებულებების შესრულებისათვის საჭირო ფინანსური სახსრების თაობაზე. პოტენციური მიმწოდებლის სანდოობის შესაფასებლად ტექნიკური დავალებით არ იყო მოთხოვნილი ცნობები საწარმოს ლიკვიდაციის მიმდინარეობის, გადახდისუნარიანობის საქმისწარმოების, დამკვეთის მიერ გაწეული რეკომენდაციებისა და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების შესახებ. შესყიდვების სატენდერო კომისიების არაჯეროვანი ქმედებების გამო, შეიქმნა ტენდერებში დაბალკვალიფიციური პრეტენდენტების მონაწილეობის რისკები.

აუდიტორული პროცედურებით დაფიქსირდა, რომ:

- უმაღლეს საბჭოში 2020 -2021 წლებში გამოცხადებული 12 ტენდერიდან, 7-ში − მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა და შესაბამისად, უკონკურენტო გარემოში ჩატარებულ ტენდერებში საერთო ეკონომია დაფიქსირდა მხოლოდ 6%;

-აფხაზეთის ა/რ მთავრობის აპარატში 2020-2021 წლებში განხორციელებული 13 ტენდერიდან, 9 შემთხვევაში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა, ანუ ტენდერი ჩატარდა უკონკურენტო გარემოში. შესაბამისად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასა და საბოლოო ღირებულებას შორის სხვაობა (ეკონომია) არ დაფიქსირებულა; 

-დევნილთა სამინისტროში 2020-2021 წლებში განხორციელებული 11 ტენდერიდან, 2 შემთხვევაში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა, ანუ ტენდერი ჩატარდა უკონკურენტო გარემოში;

-ჯანდაცვის სამინისტროში 2020-2021 წლებში გამოცხადებული 59 ელექტრონული ტენდერიდან, 27 შემთხვევაში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრედენდენტმა და ტენდერი ჩატარდა უკონკურენტო გარემოში. შესაბამისად, 27-დან 12 შემთხვევაში, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასა და საბოლოო შეთავაზებას შორის სხვაობა არ დაფიქსირებულა. გარდა ამისა, გამოცხადებული 59 ტენდერიდან, 13 − არ შემდგარა;

ფინანსთა სამინისტროს აგრარულ საკითხთა დეპარტამენტმა 2020 წლის 18 ნოემბერს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი „მდ. ენგურის ე.წ. „გამყოფი ხაზის“ ორივე მხარეს მცხოვრებ დევნილ ფერმერთა შემოსავლების ზრდის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში თხილისა და ტყემლის ჯიშის ნერგების შესყიდვაზე. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთმა პრეტენდენტმა. კომისიის სხდომის ოქმით, პრეტენდენტს მოეთხოვა წარმოედგინა ქართული ჯიშის ნერგების ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია და რეკომენდაციები მათი შემდგომი განვითარებისთვის, რომელიც გაცემული იქნებოდა კვალიფიციური (ლიცენზირებული) აგრარული მიმართულების რეგისტრირებული შესაბამისი დაწესებულების მიერ, თუმცა პრეტენდენტმა აღნიშნული დოკუმენტი არ წარმოადგინა იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი არ იყო მოთხოვნილი ტექნიკური დოკუმენტაციით. შესაბამისად, აუდიტის ობიექტს არ ჰქონდა მისი დისკვალიფიკაციის საფუძველი, თუმცა მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ტენდერის ჩაშლილად გამოცხადების თაობაზე. შემსყიდველმა ორგანიზაციამ სახელმწიფო შესყიდვების მოდულში ატვირთა მოთხოვნა გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის განხორციელებაზე, რაზეც მიიღო თანხმობა და საქონლის შეძენა განახორციელა ორი გამარტივებული შესყიდვით,37 თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში აუდიტის ობიექტის მიერ გამარტივებული შეყიდვისას არ იქნა მოთხოვნილი ელექტრონული ტენდერის ჩაშლის საფუძვლად გამოყენებული ლიცენზირებული ორგანიზაციის დოკუმენტი. აღსანიშნავია, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ვერ იქნა განმარტებული, რატომ მიენიჭა ლიცენზირებულ დოკუმენტს გადამწყვეტი მნიშნელობა ელექტრონული ტენდერის ჩატარების დროს, მაშინ როდესაც გამარტივებული შესყიდვებისას აღნიშნული დოკუმენტი მოთხოვნილი არ ყოფილა.

ამასთან, დევნილთა სამინისტრომ 2021 წლის 9 ივლისს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი საქართველოს ტერიტორიაზე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების ბრტყელი სახურავების, ქანობიანი სახურავების და წყალსაწრეტი მილების შეკეთების სამუშაოების შესყიდვაზე. აღნიშნული ტენდერის ჩატარებამდე სამინისტრომ 4 900 ლარად შეისყიდა პროგრამების სააგენტოსგან მომსახურება, რომელიც გულისხმობდა სამინისტროს ცენტრალური აპარატის 2021 წლის ასიგნებების ფარგლებში, დევნილთა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამებით განსახორციელებელი სახლების ბრტყელი სახურავების, ქანობიანი სახურავების და წყალსაწრეტი მილების შესაკეთებლად საჭირო ხარჯთაღრიცხვებისა და დეფექტური აქტების შედგენას. სწორედ აღნიშნული დეფექტური აქტების კონსოლიდირებით უნდა მომხდარიყო მოცულობითი ტენდერის გამოცხადება და შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა.

გამარტივებული შესყიდვით მიღებული მომსახურება დეფექტური აქტების შედგენაზე, არ შეესაბამებოდა რეალობას და მისი არარელევანტურობის გამო, სატენდერო დოკუმენტაციაც განისაზღვრა არასწორად. დასკვნა სატენდერო პირობების განსაზღვრაში დაშვებული შეუსაბამობების გამო, ვერ იქნა უზრუნველყოფილი სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები