მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აგრარულ სექტორში სასოფლო-სამეურნეო მიწების სისტემურ რეგისტრაციას ახალი სისხლის გადასხმის ეფექტი ექნება"

61bccf056e6dc
BM.GE
17.12.21 22:05
452
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხს გამოეხმაურა, რომელზეც იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გაამახვილა ყურადღება პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას.

"მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ტალღა,რომელსაც საჯარო რეესტრი გეგმავს, სრულ თანხვედრაშია ჩვენს კომიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხედვებთან. აგრარულ სექტორში ახალი სისხლის გადასხმის ეფექტი ექნება სასოფლო-სამეურნეო მიწების სისტემურ რეგისტრაციას და ის მოდელი და ტემპები, რაც იუსტიციის სამინისტრომ წარმოადგინა, არის უაღერსად მნიშვნელოვანი“, -განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, თუ 2012 წლამდე 744 ჰა მიწა იყო რეგისტრირებული, ხოლო 2016-დან 2021-წლამდე 1 019 000 ჰა, ახლა კი , განახლებული სისტემური რეგისტრაციის პირობებში, 1 200 000 ჰა მიწის დარეგისტრირება იგეგმება.

„ეს ფაქტიურად ერთი იმდენია, რაც 2021 წლამდე დარეგისტრირდა. ეს მოგვცემს სურათს, სადაც მიწის რესურსი სრულად ასახული იქნება საკუთრების ფორმატში, რაც თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ის ჩაერთვება ეკონომიკურ აქტივობაში და მიწის რესურსისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებას შეძლებენ ადამიანები. ამით კერძო პირებისთვის ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაც მოხდება“,- განაცხადა ნინო წილოსანმა. მისი თქმით, ამ გეგმის შესრულების მიზნობრიობით, 59 მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა რეესტრის სამუშაო ჯგიუფები შევლენ სრულად აღჭურვილი ტექნიკით, ელექტრონუი ბაზებით. ყველაფერი იქნება გაციფრებული და მოსახლეობასთან მოხდება მატი საკუთარი ნაკვეთების მონიშვნა და შემდეგ კადარსტად ქცევა. ეს პროცესი მოქალაქეებისთვის უსასყიდლო იქნება.

„რეესტრის თანამშრომლები ადგილზე ადმინისტრაციულ ერთეულებში დაიწყებენ ინფორმაციის მაქსიმალურ გავრცელებას, შემდეგ კი ინდივიდუალურად გაივლიან თითოეულ მოსახლესთან მათი კუთვნილი და დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების აზომვას. გარკვეული პერიოდი იქნება მოცემული ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დავების და უფლებრივი საკითხების ადმინისტრაციული წესით განხილვისთვის კანონით განსაზღვრულ ვადებში, შემდეგ კი მოხდება აზომილი ნაკვეთების დარეგისტრირება“, განაცხადა ნინო წილოსანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები