მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აგრესიულ მძღოლებს ქულები უნდა ჩამოვაკლოთ, მათთვის ჯარიმა შემაფერხებელი არაა" - ეკა ლალიაშვილი

62eaa369b1c43
მარიამ ადამია
03.08.22 23:20
933
“აგრესიულ მძღოლებს, რომლებიც სიჩქარეს აჭარბებენ და მაგალითად, მანევრირების წესებს არღვევენ, ქულები უნდა ჩამოვაკლოთ, რადგან მათთვის არ არის შემაფერხებელი ფაქტორი მხოლოდ ფულადი ჯარიმა. მეტიც მზად არიან გადაიხადონ და სანაცვლოდ ადრენალინი და სიამოვნება მიიღონ,” - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელმა, ეკა ლალიაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დასჯადი გახდეს ე.წ. დრიფტი, რაც გულისხმობს ავტომობილის განზრახ მოცურებას/მოსრიალებას ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელებას.

“ქულების ჩამოკლება არის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი, რადგან ამ კატეგორიიის მძღოლებს წესით არ უნდა უღირდეთ ადრენალინის გამო მართვის მოწმობის დაკარგვა. კანონპროექტის შედეგად კი, საპატრულო პოლიცია იმოქმედებს უფრო აქტიურად. ექნებათ აღსულების ბერკეტი და მაქსიმალურად იქნება დაცული უსაფრთოხება. წლებია ვიცით ლოკაციები, სადაც ხდება უკანონო რბოლები, რომელიც ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს და გარდა ამისა, ხმაურს იწვევს. ადამიანებისთვის უდიდესი ფსიქოლოგიური ზეწოლაა, ღამის საათებში ამის მოსმენა. მაგრამ ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა აღკვეთა, მიუხედავად იმისა, რომ იდენტიფიცირებული იყო ის ჯგუფი, ვინც ამას აკეთებს,” - ამბობს ეკა ლალიაშვილი.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ჩანაწერი იყო გასაძლიერებელი, გასაღრმავებელი და მალე ეს ჩანაწერიც შევა ძალაში.

“ამ კანონპროექტის მიზანია გადაგვირჩნენ ადამიანები, სტატისტიკურად, 449 ადამიანი იღუპება წლის განმავლობაში ე.წ. დრიფტაობის გამო და 7 700 ადამიანი ტრამვას იღებს, არადა ჩვენ ამის თავიდან აცილება შეგვიძლია,” - განაცხადა ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული ახალი კანონპროექტის თანახმად, დასჯადი ხდება ე.წ. დრიფტი, რაც გულისხმობს ავტომობილის განზრახ მოცურებას/მოსრიალებას ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, 150 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 30 ქულით შემცირება. დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს, თუ ე.წ. დრიფტს მოჰყვება ზიანი. აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 35 ქულით შემცირებას.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტები საქართველოს პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები