მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აგრობადემ" ქარელში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების საწარმო აამოქმედდა - ინვესტიცია $0.5 მლნ-ია

63f33a5977f66
თინათინ ნატმელაძე
27.02.23 00:20
3639
ქარელის რაიონის სოფელ რუისში ორი თვის წინ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მწარმოებელი ქარხანა ამოქმედდა, - ამის შესახებ კომპანია „აგრობადეს“ დამფუძნებელმა ავთო მაისურაძემ BM.GE-თან საუბრისას განაცხადა.

მისივე ცნობით, აქამდე საქართველოში მსგავსი პროდუქტი არ იქმნებოდა და აგრო სექტორი სრულად იმპორტირებულ ბადეებს იყენებდა.

„მოთხოვნა ძალიან მაღალია, ჩვენ საქართველოში პირველები ვართ, ვინც მსგავს პროდუქტს ქმნის, აქამდე თურქეთიდან და იტალიიდან ჩამოჰქონდათ, რაც ცხადია, ლოგისტიკურ სირთულესთან იყო დაკავშირებული - შეკვეთა ხშირად აგვიანებდა, ტრანპსორტირების ხარჯი მაღალი იყო და ა.შ.

180 000 კვადრატული მეტრი ბადე უკვე გავყიდეთ, მოთხოვნა ძირითადად შიდა ქართლიდან და კახეთიდანაა, გვაქვს მიმდინარე შეკვეთებიც და ვფიქრობთ, ინტერესი გაიზარდება, რადგან ადგილობრივი მეწარმეებისთვის ჩვენი პროდუქტის შეძენა ბევრად მოსახერხებელი და იაფია. ამასთან აღსანიშნია ისიც, რომ ჩვენი დანადგარები გერმანულია, პროდუქციაც ევროპიდან შემოგვაქვს, შესაბამისად ყველაფერი ზუსტად ისე მზადდება, როგორც ევროპის ქვეყნებში. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, იმპორტირებული პროდუქტისთვის კონკურენციის გაწევა შეგვიძლია“, - განაცხადა ავთო მაისურაძემ.

მიუხედავად აღნიშნული უპირატსეობებისა, „აგრობადეს“ დაფმუძნებელი გვიყვება, რომ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების რესურსი ქარხანას ჯერჯერობით არ აქვს, ამის მთავარ მიზეზად კი კვალიფიციური კადრების ნაკლებობას ასახელებს.

„ეტაპობრივად ვაპირებთ წარმადობის გაზრდას და გაფართოებას, ამჟამად 24 საათში 10 000 კვადრატული მეტრი ბადის მოქსოვა შეგვიძლია, თუმცა ამ რაოდენობის გაზრდას კვალიფციური კადრები სჭირდება, რომელიც ამ ეტაპზე არ გვყავს, რადგან საქართველოში მსგავსი პროდუქტის წარმოება არ იციან", - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი და დასძენს, დღეს ქარხანაში 12-15 ადამიანი საქმდება, მათგან 2 უცხოელია და დანარჩენი ადგილობრივი.
"უცხოელები კონკრეტულად ამ დარგის სეპციალისტები არიან და ადგილობრივებს პროდუქტის დამზადებას ასწავლიან. საჭირო მუშა-ხელის მოზიდვის შემდეგ უკვე გაფართოებასაც დავიწყებთ“, - განამრტავს ავთო მაისურაძე.

ინფორმაციისთვის, კომპანია „აგრობადემ“ ქარხანა $0.5 მილიონის ინვესტიციით შექმნა, საიდანაც $150 000 USAID-ის დაფინანსება იყო, დანარჩენი კი დამფუძნებლების პირადი ინვესტიცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები