მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აიმარტი" ქართველ მეწარმეებს პროდუქციის გაციფრულებასა და რეალიზაციაში დაეხმარება

6005788010dcf
BM.GE
18.01.21 16:25
1611
საცალო და საბითუმო გაყიდვების ტრადიციული გზები მთელ მსოფლიოში ნაკლებად აქტუალური გახდა, წელს კი პანდემიის გავლენით თითქმის დაკარგა ფუნქცია. შესაბამისად საკმაოდ ბევრმა მცირე მეწარმემ და ბიზნესმა შეაჩერა საქმიანობა.

საბედნიეროდ, საქართველოში უკვე ფუნქციონიერებს ონლაინ გაყიდვების პლატფორმები, მათ შორის ჩვენი ყურადღება ინტერნეტ მაღაზია iMart.ge-მ მიიპყრო

"აიმარტი" ქართველ მეწარმეებს და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს ეხმარება პროდუქტის გაციფრულებაში. ეს ელექტრონული პლატფორმა მარტივად აკავშირებს პროდუქტის მომწოდებლებს და მყიდველებს. მომხმარებელთან გამართული კომუნიკაციის სისტემა და საუკეთესო პირობები, საგარანტიო და დაბრუნების მყიდველზე ორიენტირებული სტრუქტურა, ხელს უწყობს კომპანიის რეპუტაციის გამომუშავებას და ზრდას.

ამ ეტაპზე ციფრული პლატფორმა, რომელიც აერთიანებს 100 000 -მდე დასახელების პროდუქტს, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად არის დაგეგმარებული. ზედმეტია იმაზე საუბარი თუ რამდენი უპირატესობა აქვს ონლაინ გაყიდვებს ფიზიკურ გაყიდვებთან შედარებით, თუმცა ერთი მნშვნელოვანი ფაქტორი მაინც უნდა აღინიშნოს, სივრცე რომელიც შეუზღუდავი რაოდენობის მომხმარებელს და პროდუქტს იტევს, საშუალებას აძლევს ნებისმიერი ტიპის მწარმოებელსა და მცირე ბიზნესის მფლობელს ისარგებლოს სერვისით.

"აიმარტის" ონლაინ პლატფორმა მოხმმარებელთან კომუნიკაციის და მოსახერხებელი ვებ-გვერდის გარდა, უზრუნველყოფს მიტანის უსწრაფეს სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც ასევე ათავისუფლებს მწარმოებლებს ზედმეტი თავის ტკივილისგან. გარდა ამისა კომპანია ზრუნავს სერვისის ხარისხის შენარჩუნებაზე, პასუხს აგებს გაყიდულ პროდუქტზე და სთავაზობს მყიდველს საგარანტიო პირობებს.

"აიმარტი" აქტიურად იყენებს ციფრული მარკეტინგის თანამედროვე და წამყვან მეთოდებს სარეკლამო კამპანიების სახით, რაც უთუოდ კიდევ ერთი დიდი დახმარება და მხარდაჭერაა საიტზე წარმოდგენილი პროდუქტების მომწოდებლებისათვის. სარეკლამო ხარჯები, რომლის საშუალება და ცოდნაც ბევრ მწარმოებელს და იმპორტიორს არ აქვს, ამ შემთხვევაში აიმარტის პასუხისმგებლობაშია. ქართველ მეწარმეებს შანსი ეძლევა ადაპტირდნენ ბაზრის სირთულეებთან. გაყიდვების გასაზრდელად აიმარტის გუნდი მზადაა, აწარმოოს ინდივიდუალური მარკეტოლოგიური კვლევა და სეგმენტირება თითოეული მომწოდებლისათვის ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი პირველი გიგანტური გაყიდვების პლატფორმა, დღეს უკვე ბევრისთვის ბიზნესის გადარჩენის საშუალებაა, თუმცა ეს თანამშრომლობა, ჯანსაღი ქართული ბიზნესის საწინდარია, რომელიც სიახლეებსა და ახალი გამოწვევების გადალახვას მოითხოვს.
(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები