მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ალიანს ჰაილაინი" სეისმომედეგი მშენებლობის გამორჩეული ნიმუში

644a1d3cef36e
BM.GE
27.04.23 10:00
1690
„ალიანს ჰაილაინი“, რომელიც თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე შენდება, სეისმომედეგი მშენებლობის გამორჩეული ნიმუშია.

საქმე ის არის, რომ ნებისმიერი მშენებლობის დაწყებამდე, მნიშვნელოვანია სეისმოლოგიური გათვლების წარმოება. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნაგებობა მიწისძვრისგან დაცული ვერ იქნება, ინჟინრები სეისმომედეგი შენობების შესაქმნელად, სტრუქტურის მაქსიმალურ გამაგრებაზე მუშაობენ, რათა ნაგებობამ, ძლიერი სეისმური აქტივობის დროს პირვანდელი სახე მაქსიმალურად შეინარჩუნოს.

„სეისმოინტენსიურობის კვლევისა და ნორმატივების მიხედვით, „ალიანს ჰაილაინის“ შენობები სპექტრული და აქსელოგრამული მეთოდებითაა გაანგარიშებული. აღნიშნული მეთოდი მოიცავს სათანადო პარამეტრებს (კოეფიციენტებს), რომელთა საშუალებით, სეისმური ძალის სიდიდე გამოითვლება და მზიდი კონსტრუქციის სიმტკიცე მოწმდება. გამომდინარე იქიდან, რომ „ალიანს ჰაილაინი“ მაღლივი შენობაა, პროექტის მენეჯმენტის გუნდმა სიღრმისეულ კვლევის მეთოდს მიმართა, რომელიც აქსელეროგრამების გამოყენებით განხორციელდა. სწორედ, კომპლექსის მაქსიმალური სიმტკიცის უზრუნველსაყოფად, ჩატარდა გეოფიზიკური კვლევებიც, რაც სიჩქარის სეისმური პროფილების აგებას, გრძივი და განივი ტალღების გავრცელების სიჩქარის დადგენას, სამშენებლო ტერიტორიის სეისმურობის დაზუსტებას გულისხმობს.

კვლევის ფარგლებში აუცილებელია აღინიშნოს მაქსიმალური ჰორიზონტული აჩქარებისათვის (PGA) 10%-ის შესაბამისი მნიშვნელობა 50 წლის მანძილზე, რომელიც შეესაბამება 475 წელს დაბრუნების პერიოდს, რაც მნიშვნელოვანია საინჟინრო მიზნებისათვის. შესაბამის მნიშვნელობად მიღებულია 0.21g, ხოლო ინტენსივობის შემთხვევაში ლოკალური გრუნტის პირობების გათვალისწინებით, შეესაბამება 8 ბალს“, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.


გარდა ამისა, განხორციელდა ქვემოთ მოცემული ფიზიკურ–მექანიკური პარამეტრების შეფასებაც:

გასწვრივი და განივი ტალღების სიჩქარეები: Vp Vs
პუასონის დინამიკური კოეფიციენტი: µd
იუნგის დინამიკური მოდული: Ed
ძვრის დინამიკური მოდული: Gd
ყოველმხრივი კუმშვის დინამიკური მოდული: Kd
სიმკვრივე: ρ
საერთო დეფორმაციის მოდული: D
სიმტკიცის ზღვარი კუმშვაზე: t
„ალიანს ჰაილაინის“ სამშენებლო ტერიტორიაზე ჩატარებულმა ყველა ზუსტმა, ზედმიწევნითმა გეოგრაფიულმა და გეოფიზიკურმა კვლევებმა დაადგინეს, რომ აღნიშნული ტერიტორია სრულ შესაბამისობაშია პროექტთან და საკვლევი უბანი ამ ტიპის პროექტისთვის იდეალურ ადგილმდებარეობას წარმოადგენს.

რაც შეეხება თავად პროექტს, „ალიანს ჰაილაინი“ არქიტექტორული და კონსტრუქციული თვალსაზრისით, უნიკალურ შენობა-ნაგებობას წარმოადგენს.

კომპლექსი სამი მონოლითური რკინაბეტონის, მაღლივი შენობისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთთან ოთხ სართულზე განთავსებული ავტოსადგომითაა დაკავშირებული. კონსტრუქციები ერთმანეთისგან განსხვავდება, როგორც სიმაღლით (A თაუერი —150მ; B თაუერი — 130მ; C თაუერი — 100მ), ასევე, ფორმითაც.


სამშენებლო კომპანიაში ამბობენ, რომ ფორმის, ფუნქციისა და ხედვით სინთეზით, პროექტი რადიკალურად განსხვავდება ტრადიციული პროექტირების მქონე კომპლექსებისგან.

„სამივე შენობის საძირკველი მონოლითური რკინაბეტონის ფილა-ხიმინჯოვანი ფუძეა. ხიმინჯების რაოდენობით (232-ს აღემატება) პროექტი მსოფლიოში ცნობილ, ბურჯ ხალიფას უსწრებს, რომლის საძირკველი 192 ხიმინჯს ითვლის. ამასთან, A, B და C თაუერების კონსტრუქციული სქემა ბირთვულ - კარკასულია.“


ძირითადი მზიდი კონსტრუქციის მასალად, უმაღლესი კლასის, B40 ბეტონი და მაღალი წინაღობის არმატურაა გამოყენებული. აღსანიშნავია, რომ უფრო მაღალი სიმტკიცის მასალების გამოყენება, მოცემულ რეგიონში აქამდე არ მომხდარა.


„ალიანს ჰაილაინის“ პროექტში სეისმურთან ერთად, გათვალისწინებულია დამატებითი, ან სხვა ბუნებრივი და ტექნოლოგიური დატვირთვის გავლენაც, კერძოდ, აეროდინამიკური და ატმოსფერული ზემოქმედება, ისევე როგორც ქარის დატვირთვაც, რადგან შენობები თავისი არქიტექტურით, კონსტრუქციული ფორმებითა და სიმაღლით სტანდარტული ნაგებობისგან განსხვავდებიან. გარდა ამისა, კონსტრუქციის მაკეტები ჩეხეთშიც გაიგზავნა და აეროდინამიკურ მილშიც გამოიცადა, სადაც განისაზღვრა შენობებზე ქარის ურთიერთგავლენა და ნაკადის დაწნევა ფასადზე.

ჩატარებული გაანგარიშების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სეისმური და ქარის ზემოქმედებით მიღებული ვერტიკალური და ჰორიზონტალური დეფორმაციები ყველა იმ პარამეტრს აკმაყოფილებს, რომელიც სამშენებლო და სანიტარული ნორმებითაა დადგენილი.

კონსტრუქცია, როგორც ერთიანი სისტემა, შემოწმებულია მდგრადობაზე, წაცურებასა და გადაბრუნებაზე. მოგეხსენებათ, რომ პროექტი გათვლილია 0.21g, ხოლო ინტენსივობის შემთხვევაში ლოკალური გრუნტის პირობებით, 8 ბალის სიმძლავრის მიწისძვრაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ინტენსივობის სტიქიისას პროექტი მედეგი მშენებლობისა და ზედმიწევნით კვლევაზე დაფუძნებული ინჟინრული გადაწყვეტებით, არ მიიღებს საშიშ დაზიანებას“, - აცხადებენ კომპანიის პროექტის მენეჯმენტის გუნდში.






(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები