მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ალტერნატიული ენერგომომარაგების წყაროებს კუთხით საქართველოს შეუძლია საიმედო პარტნიორის როლი შეასრულოს"

636c054265d4b
BM.GE
09.11.22 23:49
446
"ალტერნატიული ენერგომომარაგების წყაროებს კუთხით საქართველოს შეუძლია საიმედო პარტნიორის როლი შეასრულოს" - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომელიც ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და მაღალი დონის შეხვედრებს ევროკომისიაში მართავს. 

ეკონომიკის მინისტრის თქმით, შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ისეთივე საინტერესო უნდა იყოს, როგორც საქართველოსთვის არის ევროკავშირი მნიშვნელოვანი.

„ევროპა ეძებს ალტერნატიულ ენერგომომარაგების წყაროებს, ალტერნატიულ მარშრუტებს ზოგადად ევროპის ეკონომიკისთვის, ალტერნატიულ დაკავშირებას აზიასთან და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან - ამ კუთხით ჩვენს ქვეყანას შეუძლია მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორის როლი შეასრულოს, რასაც საქართველო დღეს ახერხებს და პოტენციალი ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო დიდია. ამაზე ვისაუბრეთ ევროკომისრებთან შეხვედრაზე, ასევე ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე და განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც დღეს აქტუალურია მსოფლიოში, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში და ევროპაში.

„ევროკომისრებთან ასევე ვისაუბრეთ იმ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, რომელიც საქართველოს გააჩნია ევროკავშირთან - ჩვენს ქვეყანას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები