მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ალტერსოქსი": ონლაინ გაყიდვები ფიზიკურ გაყიდვებს ვერ აბალანსებს

5fd78b74618cc
ლიკა გურაბანიძე
14.12.20 21:40
771

“გასულ კვირას ფასებმა მოიმატა, რაც არ მოგვწონს, თუმცა შექმნილმა ვითარებამ ბიზნესზე იმოქმედა და, სამწუხაროდ, პროდუქციის გაძვირება გვიწევს", - ამის შესახებ “ალტერსოქსის” დამფუძნებელმა ნინა მენთეშაშვილმა “საქმიან დილაში” განმარტა.


როგორც მენთეშაშვილი აღნიშნავს, მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, კომპანია სამუშაო ადგილებსაც ინარჩუნებს და მათ მიერ დასაქმებულ 20 ადამიანზე ხელფასებს ჩვეულებრივად გასცემს.


“გერმანიის ამაზონზე ბესტსელერის სტატუსი გვაქვს მონიჭებული, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, ეს განაპირობა იმან, რომ მომხმარებლებისგან კარგ შეფასებებს ვიღებთ. წელიწადზე მეტია, რაც "ალტერსოქსი" ექსპორტზე საკმაოდ ბევრ ქვეყანაში გადის. ჯამში, კომპანია 10-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. პანდემიამ პროდუქციის გაყიდვებზე უარყოფითი გავლენა იქონია, თუმცა რადგან ახლა ჩვენი სეზონია, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდვებმაც იმატა. ამჟამად მხოლოდ ონლაინ ვმუშაობთ; ონლაინ ვაჭრობაზე მოთხოვნა პანდემიამდე ბევრად ნაკლები იყო და ახლაც არ არის შესაბამის დონეზე, ონლაინ გაყიდვები ფიზიკურ გაყიდვებს ვერ აბალანსებს”, - აღნიშნა მენთეშაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები