მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამბიციური გეგმები გვაქვს" -"ბარბალეს მარანი" კახეთში შატოს ააშენებს

61f809b3d57fe
მარიამ იზორია
05.02.22 20:51
1151
“ბარბალეს მარანი” კახეთში შატოს აშენებას გეგმავს. კომპანიამ 1 ჰა მიწა უჯარმაში უკვე შეიძინა და მიმდინარე წელს ვაზის გაშენებასაც დაიწყებს.

როგორც bm.ge-ს კომპანიის დირექტორმა ელენე ჩომახიძემ განუცხადა, შატო ტურისტებზე იქნება გათვლილი და ის მარანს და ტურისტების განსათავსებელ სივრცეს გააერთიანებს. მისივე თქმით, ჯერჯერობით, ინვესტიციის ზუსტი მოცულობა უცნობია, რამეთუ ამ დროისთვის კალკულაციის პროცესში არიან. რაც შეეხება პროქტის განხორციელების ვადებს, როგორც კომპანიაში განმარტავენ, "ბარბალეს" შატო 2023 წელს უკვე ხელმისაწვდომი იქნება.

“ჯერჯერობით, იდეის დამუშავების პროცესში ვართ. მიმდინარეობს პროექტის კალკულაცია. ამ დროისთვის უჯარმაში ერთი ჰექტარი მიწა შევიძინეთ. გვაქვს ტურისტული ობიექტის მოწყობის გეგმა, მიმდინარე წელს ვენახს ჩავყრით, თუმცა ამას წარმოებისთვის არ გამოვიყენებთ. “ბარბალეს” შატო მარანს და ტურისტების განსათავსებელ სივცრეს გააერთიანებს. ობიექტი ეთნოგრაფიული კუთხით იქნება დატვირთული.

რაც შეეხება პროექტის განხორციელების ვადებს, ქვეყანაში არსებულ მდომარეობაზე ვართ დამოკიდებული, საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, ვიმედოვნებთ, სიტუაცია დასტაბილურდება და ტურისტებიც მომრავლდებიან", - განმარტავს კომპანიის დირექტორი.

ცნობისთვის: კომპანია "ბარბალეს მარანი" ადვოკატმა ზვიად კორძაძემ 2014 წელს დააფუძნა. კომპანია, რომლის წლიური წარმადობა 3 000 ბოთლია, ჯამში რვა სახეობის ღვინოს აერთიანებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები