"ეს პროექტი კარგი მაგალითია იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკაში თანხის დაბანდება არის წარმატებული უსაფრთხო და მომგებიანი", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა „აქსის თაუერსის“ გახსნაზე განაცხადა.
მისი თქმით, მშენებლობის პროცესში ჩართული იყო 200 ქართული კომპანია და დაახლოებით 1000 ადამიანი დასაქმდა: "ეს მასშტაბური პროექტი უამრავი ქართული დიდი თუ პატარა მწარმოებლისთვის დასაქმების და განვითარების ადგილი იქნება", - დასძინა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, ვაკეში „აქსის თაუერსი“ ოფიციალურად გაიხსნა. ეს დეველოპერული კომპანია „აქსისის“ და თანაინვესტირების ფონდის ერთობლივი პროექტია. „აქსის თაუერსი“ რეგიონის მასშტაბით, პირველი მსოფლიო სავაჭრო ცენტრია. ადგილზე პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა.
Pullman Tbilisi Axis Towers სტუმრებს ივლისიდან მიიღებს. „აქსის თაუერში“ 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა ჯერ კიდევ სამი თვის წინ დაანონსდა.




























