მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ მაქვს შეგრძნება, რომ კატასტროფის წინაშე დავდექით" - სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატი ცვლილებებზე

6499702a438ea
ინგა მურუსიძე
26.06.23 14:10
317
სტატიაში საუბარია:
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის, დიმიტრი ჯაფარიძის განცხადებით, მას არ აქვს შეგრძნება, რომ ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანით, რაიმე კატასტროფა მოხდა. როგორც მან საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, მისივე კანონის შედეგებს დრო აჩვენებს.

„არაფერი გასაკვირი არ არის, ძალიან მრავალფეროვანია საზოგადოების, კაცობრიობის აქტივობა, მათ შორის ცენტრალურ ბანკებთან დაკავშირებული სხვადასხვა ფორმების და სტანდარტების შემუშავებაში. აქედან გამომდინარე, არ არის ერთგვაროვანი, ძალიან მრავალფეროვანი მოდელები არსებობს. თუ ამ ეტაპზე ასე თვლის საზოგადოება, რომ ეს აუცილებელი ცვლილება იყო ეროვნული ბანკის კანონში, ამას ჩვენ დაგვიდასტურებს ცხოვრება, ცხოვრებისეული განვითარება მოვლენების სულ მალე და ეს ყველაფერი ნათელი იქნება. არ მაქვს შეგრძნება, რომ ამ ცვლილებებით კატასტროფის წინაშე დავდექით. მთავარია, რომ ის პრაქტიკა და მიღწევები, რაც აქვს ეროვნულ ბანკს და რაც არის აღიარებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან, არ შეიცვალოს და ჩვენ ვიაროთ იმ გზით, რასაც ჰქვია ცენტრალური ბანკის წარმატებულობა. ამიტომ, ფოკუსირება ამაზე და განსაკუთრებული ემოციები პირადად მე არ გამაჩნია. ყველაფერს მოვლენათა განვითარება გვიჩვენებს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

კითხვაზე, როგორ უყურებს ის, სებ-ის და მთავრობის თანამშრომლობას, ჯაფარიძე პასუხობს: „მრავალმა შინა თუ გარე საერთაშორისო მისიამ დაადასტურა, რომ ძალიან აქტიური თანამშრომლობა, პროდუქტიული თანამშრომლობა არის აუცილებელი და ვერ წარმომიდგენია რაიმე სახის თანამშრომლობა, თუ არ არის შეთანხმებული მუშაობა მთავრობას და ეროვნულ ბანკს შორის. ეს არ გულისხმობს, რომ ცალკე უნდა იყოს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები