მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არსად წერია, რომ პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებზე ვინმესთან კონსულტაციები უნდა გამართოს"

64994fce0e1da
BM.GE
26.06.23 12:47
422
სტატიაში საუბარია:
არსად წერია, რომ პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებზე ვინმესთან კონსულტაციები უნდა გამართოს, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

საქმე ის არის, რომ პარლამენტში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების, დიმიტრი ჯაფარიძის და გიორგი ბაქრაძის კანდიდატურების განხილვა დაიწყო. უკვე ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს.

„რაც შეეხება კანდიდატებს - კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი ვალდებულია კანდიდატები წარუდგინოს პარლამენტს, შერჩეულია ორი კვალიფიციური კანდიდატი, ველოდებით განხილვას. არსად არ არის ჩანაწერი, რომ წინასწარი კონსულტაციები უნდა ტარდებოდეს ვინმესთან. პრეზიდენტი შეარჩევს კანდიდატებს და წარუდგენს პარლამენტს, შესაბამისად, პრეზიდენტმა გააკეთა ის, რაც მისთვის კონსტიტუციით იყო დაკისრებული და პარლამენტს წარმოუდგინა კანდიდატები“, - განაცხადა მსხილაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები