მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აშშ-ს არ სურს ომი საქართველოში - არასდროს გვისაუბრია საქართველოსთან ან სხვა ქვეყანასთან „მეორე ფრონტის“ გახსნაზე"

63236a3ab0ebe
ალა ისპირიანი
15.09.22 22:07
691
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ს საქართველოში ომი არ სურს. როგორც მან "იმედის" ეთერში თქვა მათ არასდროს უსაუბრიათ საქართველოსთან ან სხვა ქვეყანასთან "მეორე ფრონტის" გახსნაზე.

„აშშ აფასებს უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერას საერთაშორისო ფორუმებზე. ეროვნული ბანკის სწრაფ ქმედებას ფინანსური სანქციების შესაბამისად. შთამბეჭდავ ჰუმანიტარულ დახმარებას, რაც ქართველმა ხალხმა და საქართველოს მთავრობამ უკრაინელი ხალხისთვის გაიღო.

ჩვენ კარგად გვესმის, რა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართველო და ვაფასებთ ნაბიჯებს, რაც საქართველომ უკრაინის მხარდაჭერის გამოსახატად გადადგა.

სწორედ ეს ვთხოვეთ ყველა ქვეყანას, გააკეთონ ის, რაც შეუძლიათ - დაუჭირონ მხარი უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საკუთარი სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში და აღკვეთონ რუსეთის მცდელობა, აღადგინოს რუსეთის იმპერია, როგორც ეს თავად პუტინმა აღიარა.

აშშ-ს არ სურს და ჩვენს ინტერესში არ შედის ეს ომი საქართველოზე ან რომელიმე სხვა ქვეყანაზე გავრცელდეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მშვიდობა აღვადგინოთ და ომი რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინტერესი, რომ ეს ომი გავრცელდეს საქართველოზე. ჩვენ არასდროს გვისაუბრია საქართველოსთან ან რომელიმე სხვა ქვეყანასთან მეორე ფრონტის გახსნაზე. ეს უბრალოდ, არ არის სიმართლე“, - განაცხადა მან „იმედთან" ინტერვიუში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები