მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირი მუშაობს ახალ ინიციატივაზე, რომელიც აშშ-ზე სამხედრო დამოკიდებულებას შეამცირებს

ევროკავშირის ჯარისკაცი

ევროკავშირმა აშშ-ზე სამხედრო დამოკიდებულების შესამცირებლად ახალი ერთობლივი ინიციატივა წარადგინა. თავდაცვის საკითხებში ევროკომისარმა ანდრიუს კუბილიუსმა წევრ ქვეყნებს ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტების ნაწილის სტრატეგიული რესურსების ერთობლივი განვითარებისთვის გამოყოფა შესთავაზა.

ევროპელი მაღალჩინოსნის ვარაუდით, ამერიკული გავლენის სრული ჩანაცვლება კონტინენტურ გაერთიანებას 500 მილიარდი ევრო ($575 მლრდ.) დაუჯდება. კუბილიუსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ევროპელი ლიდერები მის გეგმაზე შეთანხმდებიან, პროექტის დაფინანსება ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტიდან არ უნდა მოხდეს და ქვეყნებმა ფულის გამოყოფა დროულად უნდა დაიწყონ.

ცნობისთვის, ამჟამად ევროპაში წარმოდგენილი ამერიკული სამხედრო რესურსები აერთიანებს: შეიარაღებული ძალების მართვისა და კონტროლის სისტემებს, კოსმოსურ დაზვერვას, ლოგისტიკურ პლატფორმებსა და ჰაერში საწვავით გამართვის მექანიზმებს.

კილის ინსტიტუტის შეფასებით, მხოლოდ დასახელებული ტექნოლოგიების, ასევე ხელოვნური ინტელექტისა და საავიაციო ინფრასტრუქტურის ჩანაცვლებას მინიმუმ 200 მილიარდი ევრო ($230 მლრდ.) და 10 წელზე მეტი დრო დასჭირდება. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კუბილიუსის დათვლები სრულად არ ასახავს ევროპის საჭიროებებს და რომ კონტინენტზე აშშ-ის არაბირთვული სამხედრო შესაძლებლობების სრული ალტერნატივის შექმნას თითქმის ორჯერ მეტი, 1 ტრილიონი დოლარი დასჭირდება.

როგორც POLITICO წერს, ერთობლივი სამხედრო შესაძლებლობების განვითარება ევროპისთვის, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც მაღალი სახელმწიფო ვალი აქვთ, საკმაოდ რთული იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები