მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ასკანელი ძმები”: რუსეთში ღვინის გადატვირთვა განახლდა

624be9e9ba8ed
ლიკა გურაბანიძე
02.04.22 22:00
2767
ღვინის მწარმოებელი “ასკანელი ძმების” ჯამური ექსპორტის 65% რუსეთზე მოდის. 10-12% უკრაინაზე, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე, ჯამში კომპანიას პროდუქტი 24 ქვეყანაში გააქვს.

“ასკანელი ძმების” გენერალური დირექტორი ირაკლი უგლავა bm.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ თუ ამ დრომდე, რუსი პარტნიორები გაუგებრობაში იყვნენ, დღეს შოკი მეტ-ნაკლებად შემცირებულია და კომპანიის პარტნიორები მუშაობის პრინციპზე შეთანხმდნენ.

“პარტნიორები მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბდნენ როგორ იმუშაონ. გარდა ამისა, ახალ პროდუქციაზე ნაშთების ნაკლებობა აქვთ და იძულებული არიან, რომ დაგვიკვეთონ. შესაბამისად, გადატვირთვები შემცირებული მოცულობებით, თუმცა მაინც განახლდა. განახლება კონკრეტული პირობებით მოხდა, მათ შორის როგორიცაა, მათგან თანხების გადახდის ვადების დაწევა. ამჟამად, ჩარიცხვები ჩვენთან არასანქცირებული ბანკებიდან ხდება.

ვერ ვიტყვი, რომ ეს გადახდები ინტენსიურია. ბევრ პარტნიორს პრობლემა აქვს. თუ ადრე რუსეთში საშუალოდ თვეში 600 ათასი ბოთლის გადატვირთვა ხდებოდა, მარტში დაახლოებით 300 ათასი ბოთლი გადაიტვირთა. რუსეთის ბაზარი ქართული ღვინისთვის დიდია. შესაბამისად, სხვა ბაზრებზე მომენტალურად დივერსიფიცირება ძალიან რთულია", - განმარტა ირაკლი უგლავამ.