მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აწარმოე საქართველოში“: ჩვენი მხარდაჭერით, საფრანგეთში ექსპორტზე 0.5 მლნ-ის აქსესუარები გავიდა

5f15a8177ff8d
ინგა მურუსიძე
20.07.20 18:25
1024
"აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, საფრანგეთში ნახევარ მილიონამდე ლარის აქსესუარების ექსპორტი განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

უწყების ცნობით, 28 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, კომპანიების
"ეშვი" და "ნევერნოთ ჯეველერი" პროდუქცია, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ შოურუმში იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებაზე, კომპანიებმა ბიზნესკონტაქტები დაამყარეს და საერთაშორისო პარტნიორებთან 410 ათასი ლარის ღირებულების საექსპორტო ხელშეკრულებები გააფორმეს.

„აღსანიშნავია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ამასთანავე, სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით“, - ამბობენ სააგენტოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები