მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აწარმოე საქართველოში“ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმს მესაქონლეობის კომპონენტი დაემატა

62d8023539fe5
ვიქტორია მღებრიშვილი
20.07.22 17:36
1039
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამას საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი გაფართოვდა და 5 ახალი საქმიანობის კოდი დაემატა. ამის შესახებ BM.GE-ის სააგენტოდან აცნობეს.

უწყებაში განმარტავენ, რომ ცვლილება ძირითადად მესაქონლეობის ფერმერული მეურნეობის საქმიანობის მხარდაჭერას ეხება და ამ მექანიზმის გამოყენება მათ შეეძლებათ, ვინც მერძეული ჯიშების პირუტყვის მოშენებით, მსხვილფეხა პირუტყვის სხვა ჯიშებისა და კამეჩების მოშენებით, ცხენების და სხვა ცხენისებრთა ჯიშების მოშენებით, ცხენების და თხების და ასევე ღორების და გოჭების მოშენებით არიან დაკავებულნი.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, მექანიზმით სარგებლობა მცირე და საშუალო მეწარმეებს დადგენილების გამოქვეყნებისთანავე შეეძლებათ.

უწყების ცნობით, საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის 2022 წლის ბიუჯეტი 115 მილიონ ლარს შეადგენს.

აღსანიშნია, რომ „აწარმოე საქართველოს“ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის გაფართოებას „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ბექა გონაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ კომპონენტის დამატებით გამოცდილი ფერმერები საქმიანობის განვითარებას შეძელებენ.

"ძვირფასო ფერმერებო, „აწარმოე საქართველომ“ ძალიან მაგარი სიახლე დაამატა საკრედიტო-საგარანტიო სქემას, კერძოდ, მესაქონლეობა, რომელიც არ იყო ამ სქემაში დაემატა და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საკრედიტო გარანტიის გაცემას გულისხმობს, რომელთაც სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა არ აქვთ.

კერძოდ, დაემატება სოფლის მეურნეობის მიმართულებით მეცხოველეობის დარგში მიზნობრივი ეკონომიკური საქმიანობები - მერძეული ჯიშების პირუტყვის მოშენება, მსხვილფეხა პირუტყვის სხვა ჯიშებისა და კამეჩების მოშენება, ცხენების და სხვა ცხენისებრთა ჯიშების მოშენება, ცხენების და თხების მოშენება, ღორების და გოჭების მოშენება. სახელმწიფო შემოდის 80% იან უზრუნველყოფაში!

დეტალები მალე დაიდება და მიაკითხეთ ბანკებს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ უკვე არსებობს მექანიზმი იმისთვის, რომ გამოცდილება მიღებულმა ფერმერმა მისი შესაძლებლობები გაზარდოს, თუ ის ამას აქამდე უზრუნველყოფის ნაკლებობის გამო ვერ ახერხებდა“, - წერს ბექა გონაშვილი.