როგორც bm.ge-ს სებ-იდან აცნობეს, პროექტის პირველი გამარჯვებულები ნინო მაღრაძე და ქეთევან მაღრაძე გახდნენ.
კონკურსი, რომელიც ნიჭიერი თაობის აღმოჩენასა და ეროვნულ ბანკში (სტაჟირების პროგრამა) დასაქმებას ისახავს მიზნად, ყოველწლიურად ჩატარდება.
საკონკურსო პირობების მიხედვით, მონაწილეებს უნდა მოემზადებინათ შესაბამისი დავალებები, კერძოდ, წარმოედგინათ ნაშრომები მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური სტაბილურობის თემებზე. გამარჯვებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეს კვლევითი ნაშრომები მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციებსა და გლობალურ გამოწვევებზე. კერძოდ, ნინო მაღრაძის ნაშრომი ფინანსური სტაბილურობის მიმართულებას და ამ პროცესებზე პანდემიის გავლენას შეეხებოდა. ქეთევან მაღრაძემ თავის ნაშრომში კი მცირე ზომის ღია ეკონომიკების მონეტარული პოლიტიკის საოპერაციო ჩარჩოს ანალიზი წარმოადგინა.
კონკურსის პირობების შესაბამისად, "ახალგაზრდა ეკონომისტები" საქართველოს ეროვნული ბანკში სამი თვის განმავლობაში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში ჩაერთვებიან. ისინი მნიშვნელოვან შეხვედრებს დაესწრებიან და ეროვნული ბანკის პროფესიონალებისგან შესაბამის რჩევებსაც მიიღებენ. ამასთან, გამარჯვებულები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად ერთ სრულ სამუშაო დღეს გაატარებენ, პრეზიდენტის საქმიან შეხვედრებს დაესწრებიან და ყველა დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ.
ორივე გამარჯვებულის შესახებ ეროვნული ბანკი ვიდეო-პროფილს გადაიღებს , სადაც ისინი თავიანთი ნაშრომის შესახებ ისაუბრებენ.