მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახალგაზრდების დასაქმება კვლავ გამოწვევაა" - USAID

644e130e90adf
მარიამ იზორია
30.04.23 21:20
713
IRI-ის მიერ საქართველოს მოსახლეობაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 53% თვლის, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა უმუშევრობა და ეკონომიკაა. დაახლოებით იგივე მაჩვენებელია რეგიონებშიც - აქაც მოსახლოების ძირითადი ნაწილი, ანუ 38% თვლის, რომ მთავარი პრობლემა უმუშევრობა და ეკონომიკაა.

სწორედ უმუშევრობის პრობლემა იყო გადაცემა „საქმიანი დილას“ „ანალიტიკაში“ ერთ-ერთი თემა. როგორ მოვაგვაროთ უმუშევრობა რეფორმების გზით? - წამყვანის ამ შეკითხვას USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის კომპონენტის ხელმძღვანელმა მაია ერისთავმა უპასუხა.

„USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში განვახორციელეთ კვლევა, რომლის საფუძველზეც დავგეგმეთ პროგრამები. ჩანს, რომ ახალგაზრდების დასაქმება კვლავ გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის და ამ პრობლემის მოსაგვარებლად არაერთი პროექტი განვახორციელეთ.

მნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა გაიგონ იმ ეკონომიკური რეფორმების შესახებ, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს და რა ახალი შესაძლებლობები გვაქვს ბაზარზე. ჩვენი პროგრამებით მიზნად გვაქვს დასახული, რომ ახალგაზრდებმა გაიგონ მეტი ქვეყანაში მიმდინარე აქტივობის შესახებ. კვლევებიც ადასტურებს, რომ ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი სტაჟირების პროგრამებია. ამ მხრივ კერძო სექტორის გააქტიურება ძალიან მნიშვნელოვანია“ - აღნიშნავს მაია ერისთავი.

უმუშევრობის პრობლემაზე ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ სერგო ნოზაძემაც ისაუბრა. მისი თქმით, უმუშევრობის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადამიანების მხრიდან პროფესიებთან დაკავშირებით გაუცნობიერებელი არჩევანის გაკეთებაა.

„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და უმუშევრობის გამომწვევი არის ის, რომ ადამიანები პროფესიების არჩევისას აკეთებენ გაუცნობიერებელ არჩევანს. არ აქვთ ინფორმაცია პროფესიებზე. ამ პრობლემას პრაქტიკულად მივუდექით და შემდეგნაირად გადავწყვიტეთ. საქართველოში პირველი კოჰორტა შევქმენით - პირველი სერთიფიცირებული კარიერული კონსულტანტები. გვყავს 30 კარიერული გადამზადებული კონსულტანტი, რომლებიც ადამიანებს პროფესიების არჩევაში ეხმარებიან“ - განაცხადა ნოზაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები