კომპანიის ინფორმაციით, გეგა ტოფაძეს დიდი გამოცდილება აქვს საბანკო საქმესა და საერთაშორისო ვაჭრობის ფინანსირების სფეროში. ის მუშაობდა ტექონლოგიურ start-up კომპანიაში Helpling, კონსულტანტის პოზიციაზე, სინგაპურში. (კომპანიის ღირებულება შეადგენს 600 მილიონ აშშ დოლარს.) მანამდე, იგი მუშაობდა საქართველოს ბანკსა და VTB ბანკში.
გეგა ტოფაძე ხელმძღვანელობდა 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Hilton - ის მშენებლობას თბილისში. იგი არის საერთაშორისო ვაჭრობისა და დოკუმენტური ოპერაციების სერტიფიცირებული სპეციალისტი, CITF და CDCS ჩარტერ მფლობელი, რომლებიც მიენიჭა ლონდონის საბანკო საქმისა და ფინანსების ინსტიტუტის მიერ.
გეგა ტოფაძეს მოპოვებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი კავკასიის ბიზნეს სკოლიდან (Caucasus University). იგი არის კალიფორნიის შტატში მდებარე UC Berkeley, Haas School of Business – ის კურსდამთავრებული და ფლობს საერთაშორისო აღმასრულებელი მაგისტრის ხარისხს Nanyang Technological University Singapore, სინგაპურში.
“კომპანიის სახელით ვულოცავთ გეგას ასეთი საპასუხისმგებლო პოზიციის დაკავებას და ვუსურვებთ მას წარმატებას კომპანიის განვითარების საქმეში",- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.