მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი რეგულაციის გამო, ფასები 1 კვ.მ-ზე $60-ით გავზარდეთ - "ბალავარი"

64a94bcc2e7d4
ლიკა გურაბანიძე
08.07.23 22:00
2348
მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ქვეყანაში ძალაში ახალი რეგულაცია შევიდა. საუბარია კერძო და საჯარო სექტორისთვის შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონზე, რომლის მიხედვითაც, განურჩევლად საკუთრების ფორმისა, ყველა ახალმა შენობამ ენერგო ეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. კანონქვემდებარე აქტმა უნდა განსაზღვროს, როგორი უნდა იყოს მაგალითად, შენობის სახურავი, კედლები და იატაკი.

კანონის მოქმედება გავრცელდება უკვე არსებულ შენობებზეც, რომლებიც რეკონსტრუქციას საჭიროებს. BMG-სთან საუბრისას დეველოპერული კომპანია „ბალავარის“ დამფუძნებელი ბესო თავბერიძე აღნიშნავს, რომ ახალმა რეგულაციამ მშენებლობები უკვე გააძვირა. კერძოდ, კომპანიაში სწორედ შენობების ენერგოეფექტიანობის რეგულაციის გამო, ფასები 1 კვ.მ-ზე 60 დოლარით გაზარდეს.

“თანხის გაძვირებას იწვევს ის, რომ ყველანაირი სახის მშენებლობის დროს საიზოლაციო მასალა შემოდის, რაც კონკრეტულ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. ასევე აქ გასათვალისწინებელია სპეციალური კვალიფიციური მუშახელის ხელობის თვითღირებულებაც.

ამას ემატება ის, რომ გაძვირებულია მუშახელი. თუ პანდემიამდე არაკვალიფიციური კადრი დღიურად 25 ლარს იღებდა, ახლა 50 ლარს ვაძლევთ და ამ თანხით პოვნაც რთულია. ფასების ზრდა ძირითადად, ბიუჯეტურ ბინებს დაბალ და საშუალო სეგმენტს შეეხო, რადგან მაღალი სეგმენტის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა ამ დრომდეც ენერგოეფექტიანი იყო. მაგალითად, ვაკეში, სადაც კვადრატული მეტრის ღირებულება 2000 დოლარია, იქ მყიდველისთვის ეს განსხვავება საგრძნობი შედარებით ნაკლებადაა, მაგრამ საბურთალოზე, გლდანში, ნახავლოვკაში მყიდველისთვის ფასის საკმაოდ მნიშვნელოვანი მატებაა", - აღნიშნა „ბალავარის“ დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები